შინაგან საქმეთა მინისტრი, გელა გელაძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაკავებულთა რიცხვი გაიზარდოს.
"გამოძიება დაწყებულია ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით, 5 ადამიანი არის დაკავებული. ამ წუთებშიც მიმდინარეობს, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები და შესაბამისად, ყველა პიროვნების იდენტიფიცირების შემდეგ, ყველა შესაბამისი სამართლებრივი პროცესში მიეცემა“, - განაცხადა გელა გელაძემ.
კითხვაზე უნდა ველოდოთ თუ არა იმას, რომ დაკავებულთა რიცხვი გაიზრდება, გელა გელაძემ უპასუხა, რომ "რა თქმა უნდა“.