ავტორი:

"მნიშვნელოვანია, რომ დღეს ბევრნი ვიყოთ და არ მივცეთ რეჟიმს სააკაშვილის ავანტიურის ჩვენ წინააღმდეგ გამოყენების საშუალება" - თამარ ჩერგოლეიშვილი

"მნიშვნელოვანია, რომ დღეს ბევრნი ვიყოთ და არ მივცეთ რეჟიმს სააკაშვილის ავანტიურის ჩვენ წინააღმდეგ გამოყენების საშუალება" - თამარ ჩერგოლეიშვილი

"მნიშვნელოვანია, რომ დღეს ბევრნი ვიყოთ და არ მივცეთ რეჟიმს სააკაშვილის ავანტიურის ჩვენ წინააღმდეგ გამოყენების საშუალება" - ამის შესახებ "ფედერალისტების" ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

  • როგორც ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, 4 ოქტომბერს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ "უპასუხისმგებლო ავანტიურისტებს ხალხი არ ენდობა".

"გუშინდელმა დღემ დაგვარწმუნა იმაში, რომ უპასუხისმგებლო ავანტიურისტებს ხალხი არ ენდობა და არ მიყვება და რამდენიმე ასეული უნებისყოფო ბაბლელი არანაირად არაა ხალხი.

გუშინდელმა დღემ დაგვარწმუნა იმაში, რომ ხალხი ხაზგასმით და ცალსახად მშვიდობიან პროტესტში ხედავს გამოსავალს.

ამის გასაფორმებლად, მნიშვნელოვანია, რომ დღეს ბევრნი ვიყოთ და არ მივცეთ რეჟიმს სააკაშვილის ავანტიურის ჩვენ წინააღმდეგ გამოყენების საშუალება", - წერს ჩერგოლეიშვილი.