META-ს დამფუძნებელი, მილიარდერი მარკ ცუკერბერგი მერაბ დვალიშვილს და სხვა მებრძოლებს გამარჯვებას ულოცავს.
“ვულოცავ ალექს პერეირას, მერაბ დვალიშვილს, ჟირი პროჩაზკას და დანიელ სანტოსს შესანიშნავ ღამეს!
კარგია უამრავი მეგობრის ნახვა, მადლობა დანას და UFC-ს კიდევ ერთი საოცარი ღონისძიებისთვის,“ - წერს META-ს დამფუძნებელი და ბრძოლაზე გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

5-რაუნდიანი დაპირისპირების ყველა რაუნდი მერაბის უპირატესობით წარიმართა.დვალიშვილი კვლავ სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონია.
დვალიშვილი გახდა პირველი მებრძოლი, რომელმაც 100-ზე მეტი თეიქდაუნი შეასრულა. ასევე ის გახდა UFC-ის ისტორიაში მე-8 სპორტსმენი, რომელმაც ქამარი ერთ წელიწადში ზედიზედ სამჯერ დაიცვა.
იხილეთ ასევე: