არსებული ინფორმაციით, თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე, მოქალაქემ პატრულის თანამშრომელი დაჭრა. ის ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინგოროყვას კლინიკაში განუცხადეს, პოლიციელს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული .
მათივე განცხადებით, მოხდა ჭრილობის დამუშავება და გაკერვა. პოლიციელს კლინიკიდან ხვალ გაწერენ.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,1991 წელს დაბადებული მ.გ. სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის კაპიტანი 1993 წელს დაბადებული ბ.ბ. ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში დაჭრა. დაშავებული სამართალდამცველი საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ მ.გ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ფოტო: ტელეკომპანია პირველი