ჰიმალაის მთებში უჩვეულოდ ძლიერი თოვლისა და წვიმის გამო, ტიბეტის ფერდობებზე, ევერესტის მახლობლად მდებარე ბანაკებში ასობით ადამიანი ჩაიკეტა.


სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტებში ჩანს მაღალ თოვლში ჩაფლული კარვები და ტურისტულ ჯგუფები, რომლებიც ქარბუქში, ჩაკეტილ ბილიკებსა და გზებზე მაშველებს მიჰყავთ.


რეგიონში რამდენიმე დღეა ამინდის ექსტრემალური პირობებია. მეზობელ ნეპალში, ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული მეწყრისა და წყალდიდობის შედეგად, პარასკევის შემდეგ, სულ მცირე 47 ადამიანი დაიღუპა.