ავტორი:

ისტორიული არჩევნები სირიაში - ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ალ-შარაამ არჩევნები ჩაატარა

ისტორიული არჩევნები სირიაში - ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ალ-შარაამ არჩევნები ჩაატარა

სირიის გარდამავალმა მთავრობამ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, გასულ კვირას პირველი საპარლამენტო არჩევნები ჩაატარა, თუმცა ეს არ იყო არჩევნებში მონაწილეობა პირდაპირი ხმის უფლებით და რეალურად, ხმის უფლება 6000 ადამიანს ჰქონდა.

  • 210-წევრიანი პარლამენტის დასაკომპლექტებლად არჩევნები საარჩევნო კოლეგიების მეშვეობით ჩატარდა. კენჭისყრისთვის აუცილებელი მოთხოვნა იყო, რომ კანდიდატი არ ყოფილიყო წინა მთავრობის წარმომადგენელი და ასევე რომელიმე ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი.

პარლამენტის 70 წევრს სირიის მოქმედი პრეზიდენტი ალ შარაა დანიშნავს, ხოლო 140 წევრს კენჭს უყრიან ქვეკომიტეტები, რომლებსაც თავის მხრივ, ზედამხედველობენ 11-კაციანი უმაღლესი კომიტეტები. ამ უმაღლესი კომიტეტების წევრები კი ალ შარაა-ს მიერ არის დანიშნული.

სწორედ ამ ქვეკომიტეტების წევრებს ჰქონდათ ხმის უფლება - დაახლოებით 6000 ადამიანს.

არჩევნების შედეგები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.

ეს არის სირიისთვის ისტორიული არჩევნები ასადების ათწლეულების დინასტიური მმართველობის შემდეგ.