გერმანიის ყოფილი კანცლერი, ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების პასუხისმგებლობაა ის, რომ პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო. ამის შესახებ მან უნგრულ მედიაორგანიზაცია "პარტიზანთან" ინტერვიუში განაცხადა.
ყოფილი კანცლერის განცხადებით, მინსკის პირველმა შეთანხმებამ, რომელიც 2014 წელს შედგა, 2015 წლიდან 2021 წლამდე "მშვიდობა დაამყარა“ და უკრაინას, თავისი მიწების დასაბრუნებლად "ძალების მოკრების საშუალება“ მისცა.
"სწორედ ამიტომ მინდოდა ახალი ფორმატი, სადაც პუტინთან ევროკავშირის სახელით პირდაპირ საუბარს შევძლებდით. მაგრამ ზოგიერთი ამას მხარს არ უჭერდა. ესენი ძირითადად ბალტიისპირეთის ქვეყნები იყვნენ, თუმცა პოლონეთიც წინააღმდეგი იყო. ჩემი იდეა ვერ განხორციელდა, დავტოვე კანცლერის პოზიცია და პუტინმაც დაიწყო აგრესია", - აცხადებს ანგელა მერკელი.
ავტორი საბა ჩიტიაშვილი