საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ მინისტრთა კაბინეტის წარდგენიდან ერთ დღეზე უფრო ნაკლებ დროში, თანამდებობა დატოვა.
- ოფიციალური განცხადება ამის შესახებ ლეკორნესა და მაკრონის ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ გააკეთეს.
სებასტიან ლეკორნე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 26 დღის წინ დაინიშნა, მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედის, ფრანსუა ბაირუს მთავრობა დაიშალა.
საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში სხვადასხვა პარტიებმა მკაცრად გააკრიტიკეს ლეკორნუს კაბინეტის შემადგენლობა, რომელიც ძირითადად ბაირუს კაბინეტის წევრებისგან შედგებოდა.
- ამჟამად, საფრანგეთში რამდენიმე პარტია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს, ზოგიერთი მათგანი ითხოვს ემანუელ მაკრონის გადადგომასაც.