ავტორი:

კონსტანტინე გამსახურდიას ექვსტომეულის პირველი ტომი - "დიდოსტატის მარჯვენა" განსხვავებული ფორმატით უკვე ხელმისაწვდომია

კონსტანტინე გამსახურდიას ექვსტომეულის პირველი ტომი - "დიდოსტატის მარჯვენა" განსხვავებული ფორმატით უკვე ხელმისაწვდომია

6 ოქტომბრიდან ქართველი მკითხველისთვის გამომცემლობა „პალიტრა L-ს” განსაკუთრებული სიახლე აქვს: კონსტანტინე გამსახურდიას ექვსტომეულის პირველი ტომი, „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“, ახალ ფორმატშია ხელმისაწვდომი.

წიგნის შეძენა სპეციალურ ფასად, მხოლოდ 10 ლარად, 12 ოქტომბრის ჩათვლითაა შესაძლებელი.

ახალ გამოცემაში გაერთიანებულია ქართველი კლასიკოსის შემოქმედება:

  • ტომი I — „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“
  • ტომი II — „დიონისოს ღიმილი“
  • ტომი III — „ნოველები“
  • ტომი IV — „მთვარის მოტაცება“ (ნაწილი I)
  • ტომი V — „მთვარის მოტაცება“ (ნაწილი II)
  • ტომი VI — „ლანდებთან ლაციცი; ბელადი“

გამოცემა ხელმისაწვდომი იქნება როგორც ვებგვერდზე: www.palitral.ge

ასევე „პალიტრა L“-ის მობილურ აპლიკაციაში, „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში და პრესის გავრცელების ჯიხურებში, მთელი საქართველოს მასშტაბით.

კონსტანტინე გამსახურდია — ლიტერატურული ხედვის დიდი ოსტატი

კონსტანტინე გამსახურდია (1893–1975) ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა ქართული პროზის ისტორიაში. მისი შემოქმედება აერთიანებს ფილოსოფიურ სიღრმეს, მითოლოგიურ აზროვნებასა და ეროვნული იდენტობის ძიებას.

გამსახურდიას სტილი გამორჩეულია მეტაფორულობით, ინტელექტუალური დიალოგებითა და ეპიკური სიზუსტით. სწორედ ამიტომ ის დღესაც რჩება ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე კლასიკოსად.

R