კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში 12 წლის ბავშვი თანატოლმა დაჭრა. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივებზე დაყრდნობით გამოცემა “მოზაიკა“ ავრცელებს.
"დაჭრილ არასრულწლოვანს ხელის არეში აქვს ჭრილობა ბასრი საგნით მიყენებული", - წერს გამოცემა.
ადგილობრივების თქმით, სკოლის ადმინისტრაციამ ფაქტი დამალა. ფაქტის შესახებ პოლიციას არც ოჯახმა აცნობა, თუმცა მას შემდეგ, რაც ამ თემით მედია დაინტერესდა, დაზარალებული ბავშვის ოჯახი გამოკითხვაზე გადაიყვანეს.