ავტორი:

აშშ-ის შემდეგ სამთავროო კრიზისი საფრანგეთში დადგა – ახალი მთავრობა დანიშვნიდან რამდენიმე საათში გადადგა: რა იქნება შემდეგ?

აშშ-ის შემდეგ სამთავროო კრიზისი საფრანგეთში დადგა – ახალი მთავრობა  დანიშვნიდან რამდენიმე საათში გადადგა: რა იქნება შემდეგ?

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნუ და ახალი მთავრობა ორშაბათს, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში გადადგა. ამ მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ საფრანგეთში არსებულ პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა, რაც საფონდო ბირჟასა და ევროზეც აისახა.

ლეკორნიუმ თანამდებობა ერთ თვეზე ნაკლები ხნის წინ, 9 სექტემბერს დაიკავა და არც ერთი კაბინეტის არ ჩაუტარებია. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ახლა ახალი კანდიდატის პოვნა მოუწევს. .

  • რატომ გადადგა ლეკორნიუ?

მთავარი მიზეზი იგივეა, რაც ადრე. 2024 წლის ზაფხულში - ულტრამემარჯვენე “ეროვნული გაერთიანების“ გამარჯვების შემდეგ, ემანუელ მაკრონმა გადაწყვიტა ეროვნული ასამბლეის დაშლა და ახალი არჩევნების დანიშვნა. მას შემდეგ საფრანგეთი პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება, რომლის დასასრული არ ჩანს. 2024 წლის ივლისში მაკრონის პროტეჟემ, გაბრიელ ატალმა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა (ის ფაქტობრივად სექტემბრამდე ხელმძღვანელობდა მთავრობას). 2024 წლის სექტემბრის დასაწყისში იგი მემარჯვენე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა მიშელ ბარნიემ შეცვალა. ზუსტად ორი თვის შემდეგ, ბარნიემ თანამდებობა დატოვა ეროვნული ასამბლეისგან უნდობლობის გამოცხადების შემდეგ.

ბარნიეს შემდეგ ყველა პარტიისთვის ყველაზე კომპრომისული კანდიდატი ფრანსუა ბაირუ მოვიდა. ის თანამდებობას მიმდინარე წლის სექტემბრამდე იკავებდა: ბაირუმ ბიუჯეტის კანონპროექტის მიღება ვერ შეძლო და პარლამენტში მისი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი წამოიწყო.

შემდეგ, როდესაც მაკრონმა ყველა შესაძლო კანდიდატს შორის სებასტიან ლეკორნიუ აირჩია, მის გადაწყვეტილებაზე რეაქცია საკმაოდ რბილი იყო. პოლიტიკოსებმა და ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ ამჯერად პრეზიდენტმა გადაწყვიტა, თავად ეხელმძღვანელა მთავრობისთვის: ლეკორნიუ მაკრონის ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ მოკავშირედ ითვლება, რომელიც ყველაფერში მის ნებას მიჰყვება.

ყოფილი პრემიერის განცხადებით, როგორც მოკავშირეები ისე მოწინააღმდეგეები მის მთავრობას დამხობით დაემუქრნენ. ეს კი ნიშნავდა რომ “ის დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებდა“.

2022 წელს, ემანუელ მაკრონის მეორე ვადით არჩევის შემდეგ, საფრანგეთის პოლიტიკა უფრო და უფრო არასტაბილური ხდება — არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს აღარ გააჩნია საპარლამენტო უმრავლესობა, გასულ წელს, მაკრონის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ დაენიშნა ვადამდელი არჩევნები, კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა.

  • ვინ იქნება ახალი პრემიერ-მინისტრი?

ყოველი ახალი გადადგომის შემდეგ ეს კითხვა სულ უფრო მეორეხარისხოვანი ხდება. გარდა ამისა, კანდიდატები სულ უფრო და უფრო ნაკლებია. ცენტრისტი ფრანსუა ბაირუ, მემარჯვენე ბრუნო რეტაილიო და ულტრამემარჯვენე ჟორდან ბარდელა 2027 წელს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. ამ სიტუაციაში, პრემიერ-მინისტრი - დამტკიცებული ბიუჯეტის გარეშე, გაყოფილი პარლამენტით და გადაუჭრელი სოციალური პრობლემებით - არის თანამდებობა, რომელსაც მხოლოდ მტერს ისურვებდი.

ამასობაში, მთავრობის ლეგიტიმურობის საკმაოდ უჩვეულო პრობლემა უნდა გადაიჭრას. საფრანგეთში პოლიტიკურმა კრიზისმა არა მხოლოდ ახალი ჩანაწერები, არამედ იურიდიული გამოცანებიც მოიტანა. აქამდე, გადაყენებული მთავრობა აგრძელებდა თავისი უფლებამოსილების განხორციელებას ახალი კაბინეტის დანიშვნამდე. თუმცა, ამჯერად ის ოფიციალური განკარგულების გამოქვეყნებამდეც კი ჩაიშალა და კონსტიტუციური ექსპერტები ცდილობენ გაიგონ, ვინ ჩაითვლება დე იურე აღმასრულებელ შტოდ.

  • როგორი იყო საფრანგეთის პოლიტიკური ძალების რეაქცია მთავრობის გადადგომაზე?

პოლიტიკურმა ძალებმა, ძირითადად, მაკრონი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ვერ უზრუნველყო მის მიერ პროვოცირებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა.

რადიკალური პოლიტიკური ძალების პოზიცია არ შეცვლილა. ულტრამემარცხენე “უძლეველი საფრანგეთის“ ლიდერი ჟან-ლუკ მელანშონი მაკრონის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვს.

  • რა მოხდება შემდეგ?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ყოველი ახალი გადადგომის შემდეგ სულ უფრო რთულდება. ბიუჯეტის პროექტის წარდგენის ბოლო ვადა 7 ოქტომბერია, ცხადია, ეს არ მოხდება: მთავრობის გარეშე.

ჯერ ჯერობით თავად ემანუელ მაკრონს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, საფრანგეთის პრეზიდენტი არჩევანის წინაშე დგას, ან კვლავ გამოაცხადოს ვადამდელი არჩევნები, ან კიდევ ერთი პრემიერ-მინისტრი დანიშნოს და ან თავად გადადგეს.

წყარო