ავტორი:

ტრაგედია აშშ-ში - დედამ ავტომობილში მყოფ შვილებს ცეცხლი გაუხსნა: 2 მათგანი ადგილზე დაიღუპა, ორი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ტრაგედია აშშ-ში - დედამ ავტომობილში მყოფ შვილებს ცეცხლი გაუხსნა: 2 მათგანი ადგილზე დაიღუპა, ორი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს

აშშ-ში, კერძოდ ტეხასის შტატში, მდებარე ქალაქ ენგლტონში 31 წლის ქალი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ავტომობილში მყოფ საკუთარ ოთხ შვილს ცეცხლი გაუხსნა.

მედიის ინფორმაციით, სროლის შედეგად 13 და 4 წლის ასაკის ბავშვები ადგილზე დაიღუპნენ, ხოლო 8 და 9 წლის მოზარდები ჰიუსტონის რაიონის საავადმყოფოში სამედიცინო ვერტმფრენით გადაიყვანეს.

ადგილობრივი შერიფის განცხადებით ამ დროისთვის მათი მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდართან დაკავშირებით პოლიციაში თავად ქალმა დარეკა, ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ასევე აღმოაჩინეს მკვლელობის იარაღიც.

აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

წყარო