უკრაინის დაზვერვის ახალი მონაცემების მიხედვით, “ჩინეთი რუსეთს იმ ინფორმაციას აწვდის, რომელიც მოსკოვს უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო შეტევების უკეთ დაგეგმვაში ეხმარება“.
უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელმა ოლეგ ალექსანდროვმა სახელმწიფო სააგენტო “უკრინფორმთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩინეთი რუსეთს სამიზნეებზე და მათ შორის იმ ობიექტებზეც აწვდის სატელიტურ მონაცემებს, სადაც უცხოური ინვესტიციებია ჩადებული.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეგიონული ხელისუფლების ინფორმაციით, აგვისტოში რუსეთის სარაკეტო შეტევამ დასავლეთ ზაკარპატიის რეგიონში მდებარე აშშ-ს მფლობელობაში მყოფი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ქარხანა დააზიანა, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაშავდა.
ზელენსკიმ გასულ აპრილში ასევე განაცხადა, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღითა და დენთით ამარაგებს. მისი განცხადებით, უკრაინას გააჩნია დაზვერვითი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინეთი იარაღს რუსული ტერიტორიაზეც აწარმოებს.