ავტორი:

5 გარდაცვლილი და 14 დაშავებული - თურქეთში ავტობუსი თხრილში გადავარდა (ფოტო)

5 გარდაცვლილი და 14 დაშავებული - თურქეთში ავტობუსი თხრილში გადავარდა (ფოტო)

თურქეთში, მერსილის პროვინციის ერდემლის რაიონში ავტობუსი თხრილში გადავარდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ავტობუსს სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული მუშები გადაჰყავდა.

ავარიის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო.