ავტორი:

მკვლელობა სასამართლო დარბაზში - ალბანეთში მოსამართლეს პროცესზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს

მკვლელობა სასამართლო დარბაზში - ალბანეთში მოსამართლეს პროცესზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს

ორშაბათს, ტირანას სააპელაციო სასამართლოში, შეიარაღებულმა მამაკაცმა მოსამართლე მოკლა. დამნაშავემ სცადა გაქცევა, თუმცა სამართალდამცველებმა ის დააკავეს.

  • მოსამართლე ასტრიტ კალაიას სასამართლო დარბაზში, პროცესში მონაწილე 30 წლის მამაკაცმა ესროლა. კალაია საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა.

შეიარაღებულმა მამაკაცმა ორი სხვა ადამიანიც დაჭრა, თუმცა არცერთი მათგანის სიცოცხლე არ არის საფრთხეში.

სამართალდამცველებს ჯერ არ გაურკვევიათ დამნაშავის მოტივი, არც დამატებითი დეტალები ვრცელდება მედიაში. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ სხდომაზე განიხილებოდა საქმე, რომელიც უძრავ ქონებას ეხებოდა.

წყარო

ავტორი: საბა ჩიტიაშვილი