ავტორი:

ელჩებთან შეხვედრა საგარეო უწყებაში - რა თქვა სამინისტროდან გამოსვლის შემდეგ პაველ ჰერჩინსკიმ

ელჩებთან შეხვედრა საგარეო უწყებაში - რა თქვა სამინისტროდან გამოსვლის შემდეგ პაველ ჰერჩინსკიმ

ევროკავშირის მიერ არჩევნებისა და არჩევნების შემდგომი სიტუაციის შეფასება ძალიან ნათლად არის გამოხატული უმაღლესი წარმომადგენლის კალასისა და კომისრის, კოსის ოფიციალურ განცხადებაში. გთხოვთ, იხილოთ კვირას გამოქვეყნებული განცხადება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

  • მისი თქმით, უწყებაში საგარეო საქმეთა მინისტრმა წარადგინა ხელისუფლების შეფასება იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა თვითმმართველობის არჩევნების დროს და მის შემდეგ.

"მიმიწვიეს, ჩემს კოლეგა ელჩებთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრმა წარადგინა ხელისუფლების შეფასება იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა არჩევნების დროს და მის შემდეგ. ევროკავშირის მიერ არჩევნებისა და არჩევნების შემდგომი სიტუაციის შეფასება ძალიან ნათლად არის გამოხატული უმაღლესი წარმომადგენლის კალასისა და კომისრის, კოსის ოფიციალურ განცხადებაში. გთხოვთ, იხილოთ კვირას გამოქვეყნებული განცხადება. ჩემი მხრიდან, მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - აღნიშნა ელჩმა.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა დასრულდა.

სამინისტროს ინფორმაციით, საგარეო უწყებაში გამართული შეხვედრის მთავარი სასაუბრო თემა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები იყო.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი შეხვდა.