ავტორი:

"ყველაფერს თავიდან იწყებენ?" - სკანდალური წყვილის მოულოდნელი გამოჩენა წითელ ხალიჩაზე და ინტიმური ჩურჩული: რა გადაიღეს პაპარაცებმა?

"ყველაფერს თავიდან იწყებენ?" - სკანდალური წყვილის მოულოდნელი გამოჩენა წითელ ხალიჩაზე და ინტიმური ჩურჩული: რა გადაიღეს პაპარაცებმა?

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი განქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ, ფილმ Kiss of the Spider Woman-ის პრემიერაზე ერთად გამოჩნდნენ

ნიუ-იორკში გამართულ საღამოზე მსახიობები საოცრად გამოიყურებოდნენ, თუმცა გულშემატკივრებმა პროფესიული ურთიერთობის მიღმა სხვა რაღაცაც შენიშნეს. 56 წლის მსახიობი და მისი 53 წლის ყოფილი ქმარი წითელ ხალიჩაზე საკმაოდ ახლოს იდგენენ ერთად. ისინი ერთმანეთს ინტიმურად ეჩურჩულებოდნენ და ბენ აფლეკს სახიდან ღიმილი არ მოშორებია.

სკანდალურად დაშორებული წყვილი ერთმანეთს უღიმოდა და თვალებში უყურებდნენ.

ცოტა ხნის წინ ლოპესმა აფლეკი შეაქო კიდეც და განაცხადა, რომ ის მას განსაკუთრებულად დაეხმარა.

ეს მათი პირველი გამოჩენა იყო წითელ ხალიჩაზე მას შემდეგ, რაც იანვრის დასაწყისში, ორწლიანი ქორწინების შემდეგ განქორწინდნენ.

  • ამ ყველაფერმა ახალი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ბევრი წერს, რომ წყვილი ისევ შერიგდა და ინტერნეტში სახალისო გიფებიც კი გავრცელდა.

„ღმერთო ჩემო... ყველაფერს თავიდან იწყებენ?“.

„ამის შემდეგ ისინი ერთად მიდიან სახლში“, - წერენ მსახიობების გულშემატკივრები.

ლოპესს საღამოზე ჰარის რიდის შთამბეჭდავი კაბა ეცვა, რომელსაც ორიგინალური კორსეტი ამშვენებდა. ბენ აფლეკი კი ელეგანტურად გამოიყურებოდა ლურჯი ფერის კოსტიუმში.

შეგახსენებთ, ლოპესი და აფლეკი ორი წლის განმავლობაში იყვნენ დაქორწინებულები. მათი ქორწილი 2022 წლის ივლისში გაიმართა, თუმცა 2024 წლის აგვისტოში ისინი განქორწინდნენ.

მსახიობები ერთმანეთს 2000-იანი წლების დასაწყისშიც ხვდებოდნენ.

წყარო

იხილეთ ასევე: