ავტორი:

როგორ ეხმაურებიან ოპერის მსოფლიო ვარსკვლავები პაატა ბურჭულაძის დაკავებას?

როგორ ეხმაურებიან ოპერის მსოფლიო ვარსკვლავები პაატა ბურჭულაძის დაკავებას?

მოძრაობა "რუსთაველის გამზირის" ლიდერებს - პაატა ბურჭულაძეს, ყოფილ მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ირაკლი ნადირაძეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერს, პაატა მანჯგალაძესა და პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სახელმწიფო ბრალდება ხუთივე მათგანის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

პაატა ბურჭულაძის დაკავების თემას ეხმაურებიან მსოფლიოში ცნობილი

ცნობილი იტალიელი სოპრანო, მარა ზამპიერი: "ძალიან შემაშფოთებელი ამბავია. ჩემი ძვირფასი კოლეგა, პაატა 9 წლიან პატიმრობას არ იმსახურებს. გთხოვთ, გავავრცელოთ".

გამოჩენილი ფრანგი რეჟისორი, ჟან ლუი გრინდა: 'პაატა ბურჭულაძე (70 წლის), ჩემი ძალიან ძვირფასი მეგობარი, თბილისში პრორუსული მთავრობის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებისთვის დააკავეს. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება! მოვუწოდებ ყველას, ვინც მასთან ერთად მუშაობდა და აფასებდა მის დიდ ადამიანურობას, პაატას დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვოს. პატივს მივაგებ ამ კაცისა და ხელოვანის დიდ სიმამაცეს. სოლიდარობა პაატას"!

ოპერის ვარსკვლავი, ჟან-კრისტოფ კეკი: ძვირფასო პაატა, გულით გიჭერ მხარს. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ხმა (განსაკუთრებით შენი ეთერული ხმის გვერდით) გაჟღერდება".

ოპერის ვარსკვლავი, ნიკ ლუკაიდისი: "კიდევ ერთი ხელოვანი, რომელიც საკუთარი ქვეყნის პრორუსული რეჟიმის გაკრიტიკებისთვის ციხეში გაგზავნეს. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რაც მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ მისი შეშფოთება ძალიან რეალური იყო"!!

მსოფლიო დონის იტალიელი ბანი, რობერტო სკანდიუცი: "მეგობრობისთვის, სიცოცხლის პატივისცემისთვის, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, იმისთვის, რომ აზრის გამოხატვის უფლება წმინდაა... მანამ, სანამ დემოკრატია აზრს არ დაკარგავს"!

ოპერის ვარსკვლავი, ჟან-ფრანსუა ვინჩიგერა: "1992 წელს, პარიზის ბასტილიის ეროვნულ ოპერაში, ხორხე ლაველის მიერ დადგმულ „ფაუსტში“ პაატა ბურჭულაძესთან ერთად გამოსვლის პატივი მერგო. 25 წლის ვიყავი და ძალიან მოვიხიბლე, როცა პირველად ჩამომართვა ხელი. შესანიშნავი ხმა და მშვიდობისმოყვარე ადამიანი. სოლიდარობა".

სხვადასხვა ცნობილი საოპერო სახლის სოლისტი, ქრისტოფოროს სტამბოგლისი: "ახლახან წავიკითხე, რომ დიდი პაატა ბურჭულაძე პოლიტიკური მიზეზების გამო საქართველოშია დაპატიმრებული! მსოფლიო მოითხოვს ამ მნიშვნელოვანი ხელოვანის თავისუფლებას, რომელსაც თავად კარაიანმა „ახალი შალიაპინი“ უწოდა".

ფრანგი სოპრანო, ლუისა მაიერი: "შესანიშნავი მომღერალი, მუსიკოსი და ადამიანი... გამიმართლა, რომ ლიეჟში შევხვდი და მისი კოლეგების წარმოდგენებს დავესწარი. ახლა კი ამ მშვენიერი ადამიანის ახალი, ჩემთვის უცნობი მხარე: თავისი ქვეყნის, საქართველოს პატრიოტი, რომლისთვისაც მზადაა იტანჯოს და იბრძოლოს"!

წაიკითხეთ ასევე: