ავტორი:

"ბიბლუსის" ფრენშაიზის მმართველის რჩევები, როგორ გავხსნათ საკუთარი წიგნის მაღაზია

"ბიბლუსის" ფრენშაიზის მმართველის რჩევები, როგორ გავხსნათ საკუთარი წიგნის მაღაზია

წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ აგრძელებს ფრენშაიზ მოდელის განვითარებას. მისი ქოლგის ქვეშ უკვე 9 წარმატებული ფრენშაიზ მაღაზია ოპერირებს. მათ შორის უახლესი თბილისში, ჩიქობავას N22-ში გაიხსნა.

ფრენშაიზის გახსნის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, „ბიბლუსის“ გუნდის ხელშეწყობით დაიწყონ წარმატებული ბიზნეს საქმიანობა და თავიანთი წვლილი შეიტანონ წიგნიერების გავრცელებაში.

ბიზნეს მოდელი „ბიბლუსმა“ 2022 წლიდან დანერგა. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, პარტნიორები შეიძინოს მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც დიდ ქალაქებში, მაღალმთიან რაიონებშიც. მაღაზიის გახსნის მსურველებს კომპანია სთავაზობს სრულ მხარდაჭერას, რაც მოიცავს როგორც ბაზრის კვლევას, ისე მენეჯმენტსა და ლოგისტიკას.

გიორგი კობახიძე „ბიბლუსის“ ცხრა ფრენშაიზიდან ხუთის დირექტორი და მმართველია, მათ შორის, უახლესი ფილიალის. მისი თქმით, ბიზნესის წარმატება ორმხრივი კომუნიკაციისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის შედეგია. ბოლო ფრენშაიზიც, ჩიქობავას ქუჩაზე სწორედ მისი გუნდის მმართველობის ქვეშაა.

რა დგას ფრენშაიზ ფილიალების წარმატების უკან და რას ურჩევს მათ, ვინც „ბიბლუსთან“ პარტნიორობით არიან დაინტერესებულები, ამის შესახებ გვანცა ტატუაშვილი დეტალურად საუბრობს:

· თქვენ „ბიბლუსის“ პირველი ფრენშაიზის მმართველი ხართ. გვიამბეთ ამ გამოცდილების შესახებ.

მოხარული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა „ბიბლუსი ჯგუფთან“ ნაყოფიერად მიმდინარეობს. შრომისმოყვარე და სიახლეზე ორიენტირებული გუნდია, რომელიც მუდმივ განვითარებაზე ზრუნავს.

· როგორ გადაწყვიტეთ მაღაზიის გახსნა და მისი მენეჯმენტი, რა მოლოდინები გქონდათ? საინტერესოა, პრაქტიკაში როგორი აღმოჩნდა ის?

„ბიბლუსის“ განვითარებას ვადევნებდით თვალს და ვგულშემატკივრობდით. წიგნიერების გავრცელების თვალსაზრისით მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის მასშტაბით, შესაბამისად, ჩვენი გუნდისთვისაც პატივია ამ საქმეში მონაწილეობა.

ჩვენ მანამდე გვქონდა ფრენშაიზ მაღაზიების მართვის გამოცდილება, ამიტომ მუშაობის პროცესი საკმაოდ გაგვიმარტივდა. ფრენჩაიზ მაღაზიებს ვმართავთ 2019 წლიდან, ხოლო ბიბლუსს შემოვუერთდით 2023 წლის გაზაფხულიდან.

ვფიქრობ, წარმატებული ფრენშაიზების გახსნაზე დიდი გავლენა იქონია მოლაპარაკებისას მუშაობის პროცესში ჩვენმა ჩართულობამ, სიახლესთან ადაპტირების უნარმა და გამოცდილების გაზიარების მზაობამ.

· რამდენად მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ქართული ბრენდის ქოლგის ქვეშ რომ მართავთ მაღაზიებს და მეორე მხრივ, ისეთ საქმეს რომ ემსახურებით, როგორიც წიგნის გავრცელებაა? როგორ დამოკიდებულებას გრძნობთ მომხმარებლებისგან და ზოგადად, საზოგადოებისგან?

ძალიან საამაყოა, რომ ჩვენი საქმიანობა ქვეყანაში წიგნიერების გავრცელებას უწყობს ხელს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბაზარზე არის ქართული კომპანია, რომელიც მომხმარებლის ნდობას, პატივისცემასა და სიყვარულს იმსახურებს, ჩვენ კი ამ ჯგუფის წევრები ვართ.

მომხმარებელთან ურთიერთობის პირველი დღიდან დადებით ემოციას და სიყვარულს ვგრძნობთ, რაც ჩვენთვის სასიამოვნო და მნიშვნელოვანია.

· როგორ გიწყობთ ხელს „ბიბლუსის“ ჩართულობა იმისათვის, რომ წარმატებული ბიზნესი მართოთ?

მუდმივი კონტაქტი გვაქვს ფრანშიზის განვითარების მენეჯერთან, რომელიც მუდმივად ხელშეწყობასა და პრობლემის გადაჭრაზეა ორიენტირებული. ასევე, სამუშაო პროცესებთან დაკავშირებით მუდმივი და ეფექტური კომუნიკაცია გვაქვს კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტთან.

· რა რჩევებს მისცემდით მათ, ვისაც „ბიბლუსის“ ფრენშაიზის მართვა სურს, თუმცა არ იცის, საიდან დაიწყოს?

ვურჩევდი, ყურადღებით გაეცნონ „ბიბლუსის“ გუნდის მიერ მიცემულ რჩევებსა და ინსტრუქციებს. ისინი საკმაოდ თანმიმდევრულად გააცნობენ მუშაობის პროცესს და დაეხმარებიან წარმატებული ბიზნესის დაწყებაში.

გიორგი კობახიძისა და „ბიბლუსის“ პარტნიორობით თბილისში გახსნილი ფრენშაიზ მაღაზიების მისამართები:

  1. სუხიშვილის ქუჩა N35
  2. ზემო ფონიჭალა მე-3 მ/რ, მარნეულის გზატკეცილი N20.
  3. გურამიშვილის გამზირი N62ა
  4. გაბრიელ სალოსის გამზირი N42
  5. ჩიქობავას ქუჩა N22.

R