მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა ევოლუციის შესწავლა დაიწყეს, ისინი კამათობენ საკითხზე, თუ როგორ გამოიყურებოდა პირველი ცხოველი.
გენეტიკური ანალიზის საფუძველზე, ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ცხოველების წინაპარს ყველაზე მეტად ჰგვანან თანამედროვე Porifera-ები.
სხვები ამტკიცებენ, რომ პირველი ცხოველი სავარცხლისებრი ჟელეები იყვნენ.
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მეცნიერების მიერ ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით ითვლება, რომ პირველი ცხოველები 541 მილიონ წელზე მეტი ხნის წინ, ნეოპროტეროზოულ ეპოქაში გამოჩნდნენ.
თუმცა, სამწუხაროდ, ნამარხები მხოლოდ ფრაგმენტულ სურათს იძლევა. რბილი სხეულის მქონე ცხოველების, (როგორიცაა სავარცხლისებრი ჟელეები და ღრუბლები), ნაშთების პოვნა განსაკუთრებით რთულია, რადგან მათ არ გააჩნიათ მყარი მასალები - ძვალი, ხრტილი და ა.შ.

ღრუბლები ზოგჯერ ტოვებენ ბიომინერალიზებულ „სპიკულებს“ — კალციუმის კარბონატის ან სილიციუმისგან დამზადებულ პაწაწინა სტრუქტურებს - თუმცა, ბოლოდროინდელი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ უძველეს ღრუბლებს ეს სტრუქტურები არ გააჩნდათ.
„ჩვენ ზუსტად არ ვიცით, როგორ გამოიყურებოდნენ ეს ორგანიზმები იმ დროს, მაგრამ ისინი ნამდვილად ცხოვრობდნენ ოკეანეში, ჰქონდათ რბილი სხეულები და ვვარაუდობთ, რომ მათ არ ჰქონდათ სილიციუმის ჩონჩხი“, - ამბობს MIT-ის გეობიოლოგი როჯერ სამონსი.
უძველესი ღრუბლები შესაძლოა დედამიწაზე პირველი ცხოველები იყვნენ, რომლებიც სხვა მრავალუჯრედიან არსებებზე გაცილებით ადრე გამოჩნდნენ.
იხილეთ ასევე: