34 წლის გიორგი ცუხიშვილს, რომელსაც ოსტეოსარკომა აქვს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. ინფორმაციას გიორგის ოჯახი ავრცელებს.
ახალგაზრდას უკვე ჩაუტარდა ორი ურთულესი ოპერაცია ავსტრიაში, ასევე ქიმიოთერაპიის კურსები თურქეთში, რა დროსაც ხარჯებმა 800 000 ლარი შეადგინა.
"დღეს გიორგის მდგომარეობა ისევ რთულია, დაავადება პროგრესირებს, გამოჩნდა შანსი დაავადებაზე გამარჯვებისა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ონკოლოგიისა და ნეიროქირურგიის ხუთმა უძლიერესმა სპეციალისტმა შეისწავლა გიორგის ავადმყოფობის ისტორია და დღევანდელი მიმდინარეობა, მოხდა ამ სპეციალისტებთან ონლაინ კონსულტაცია (უღრმესი მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს და ჩინეთში ჩვენს საელჩოს ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაში), რომლის დროსაც დაგვპირდნენ, რომ სრულად შეძლებდნენ სიმსივნის ამოკვეთას.
საჭირო ოპერაციის საწყისი ღირებულება შეადგენს 50 000 დოლარს, ზემოთ მოყვანილი ხარჯებიდან გამომდინარე, რომელიც ოჯახის ახლობლების და მრავალი ფონდის მოხალისეებით მოხერხდა( თბილისის მერია, ჯანდაცვის სამინისტრო და სხვ.) შესაძლებლობები ამოგვეწურა.
გიორგიმ მითხრა: "მამა მთავარია შანსი გაჩნდეს თანხაზე არ ინერვიულო , მე ჩემი ხალხი გადამარჩენს“. მე გიორგის მამა მხოლოდ ამის დავამატებ„ გიორგის ხალხო“!შანსი გაჩნდა არ უმტყუნოთ გიორგის იმედს, დაეხმარეთ ამ უმამაცეს ბიჭს, რაინდს, რადგან მხოლოდ უმამაცეს რაინდს შეუძლია გადაიტანოს ის, რაც მან გადაიტანა და რაც გადააქვს, რომ ღირსეულად შეინარჩუნოს უკეთილშობილესი სული,რომლის გამოც ის ყველას უყვარს." - ამბობს 34 წლის გიორგის მამა.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშებზე:
#GE02LB0711149316444000 - მიმღები ინგა ცუხიშვილი
#GE86BG0000000431509000 - მიმღები მერაბი ცუხიშვილი
#GE50TB7768245161100001 - მიმღები გიორგი ცუხიშვილი