ავტორი:

117 წლის ქალის დიეტამ შეიძლება, ყველა უფრო დიდხანს გვაცოცხლოს - რას მიირთმევდა მარია ბრანიას მორერა მთელი ცხოვრების განმავლობაში?

117 წლის ქალის დიეტამ შეიძლება, ყველა უფრო დიდხანს გვაცოცხლოს - რას მიირთმევდა მარია ბრანიას მორერა მთელი ცხოვრების განმავლობაში?

მსოფლიოს ერთ-ერთი უხუცესი ქალი მარია ბრანიას მორერა 2024 წელს, 117 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან მოგონებების გარდა სხვა მნიშვნელოვანი რაღაცაც დატოვა და ეს მეცნიერებისთვის ნამდვილი საჩუქარი იყო - საუბარია გარდაცვლილის მიკრობიომის ნიმუშებზე.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ 117 წლის ქალის ნაწლავები ისეთივე მრავალფეროვანი იყო, როგორიც ახალგაზრდისა. ის მდიდარი იყო სასარგებლო ბაქტერიებით, რომლებიც გამძლეობასა და დღეგრძელობასთან არის დაკავშირებული. არის ვარაუდო, რომ შესაძლოა, ამაში წვლილი მარიას ჩვევამ შეიტანა, ის ყოველდღიურად სვამდა იოგურტს და “ხმელთაშუა ზღვის დიეტას“ იცავდა.

  • მიკრობიომზე ზრუნვა შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთ-ერთი გზა იყოს.

ჟურნალ „Cell Reports Medicine“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მკვლევრებმა წარმოადგინეს, შესაძლოა, ყველაზე დეტალური სამეცნიერო კვლევა ზეასწლოვანი ადამიანის შესახებ. გარდაცვალებამდე ბრანიასი დათანხმდა მონაწილეობა მიეღო კვლევაში, რომელიც მიზნად ისახავდა იმის დადგენას, თუ როგორ ახერხებდა ის ასეთი ხანგრძლივი და ჯანსაღი ცხოვრების გაგრძელებას.

მეცნიერებმა მისი ნიმუშები შეადარეს იმ ადამიანების ნიმუშებს, რომლებმაც ასეთ განსაკუთრებულ ასაკს არ მიაღწიეს, გენეტიკური შედეგები გასაკვირი არ იყო: ბრანიას ჰქონდა ბაქტერიები, რომლებიც დაავადებებისგან იცავდნენ.

მიკრობიომი არის ბაქტერიების, სოკოების და სხვა მიკროორგანიზმების ერთობლიობა, რომლებიც ნაწლავებში ბინადრობენ. ისინი ხელს უწყობენ საკვების მონელებას, ვიტამინების გამომუშავებას, გავლენას ახდენენ ჩვენს იმუნურ სისტემაზე და ურთიერთქმედებენ ტვინთანაც კი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გენები მხოლოდ მცირე როლს თამაშობენ ჩვენი მიკრობიომის ფორმირებაში, კვება და ცხოვრების წესი გაცილებით მნიშვნელოვანია.

როგორც წესი, ასაკთან ერთად, ნაწლავის მიკრობიომი კარგავს მრავალფეროვნებას და სასარგებლო ბაქტერიების - როგორიცაა ბიფიდობაქტერიები.

  • მარიას ნაწლავებმა განსხვავებულ სურათი აჩვენა. მისი მიკრობიომი ისეთივე მრავალფეროვანი იყო, როგორც ახალგაზრდისა. მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ეს უჩვეულოდ ახალგაზრდული მიკრობიომი უწყობდა ხელს მისი სიცოცხლის ხანგრძლივობას.

ბიფიდობაქტერიები

ბიფიდობაქტერიები ერთ-ერთი პირველი მიკროორგანიზმებია, რომლებიც ჩვილის ნაწლავებს კოლონიზაციას უკეთებენ და ზოგადად სასარგებლოდ ითვლება მთელი სიცოცხლის განმავლობაში. კვლევამ ისინი დააკავშირა იმუნური სისტემის მხარდაჭერასთან.

მარია ბრანიას თქმით, ყოველდღიურად სამ იოგურტს მიირთმევდა, რომელთაგან თითოეული შეიცავდა ცოცხალ ბაქტერიებს.

ის ასევე ძირითადად ხმელთაშუა ზღვის დიეტას მისდევდა, რაც ხელს უწყობს ნაწლავის მიკრობიომის მრავალფეროვნებას და კარგ ჯანმრთელობას.

საკვები, რომელიც ხელს უწყობს ბიფიდობაქტერიების ზრდას, არის კეფირი, კომბუჩა და ფერმენტირებული ბოსტნეული. ისინი შეიცავენ პრობიოტიკებს - ცოცხალ ბაქტერიებს, რომლებსაც შეუძლიათ ნაწლავების კოლონიზაცია და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებების უზრუნველყოფა.

ხმელთაშუა ზღვის დიეტა კი დაფუძნებულია ბოსტნეულზე, ხილსა და მარცვლეულზე, სადაც ცხიმის ძირითადი წყაროა ზეითუნის ზეთი, თევზისა და პარკოსნების რეგულარული მოხმარება. მინიმალიზებულია წითელი ხორცი, გადამუშავებული საკვები და დამატებული შაქარი.

ეს ჩვევები 110 წელზე მეტი სიცოცხლის გარანტიას არ იძლევა, მაგრამ ისინი დაკავშირებულია კიბოს, მე-2 ტიპის დიაბეტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დაბალ რისკთან.

წყარო

იხილეთ ასევე: