ავტორი:

გერმანიაში ჰერდეკეს ახალი მერი ცივი იარაღით დაჭრეს - მისი მდგომარეობა კრიტიკულია: რა დეტალებია ცნობილი მომხდარზე?

გერმანიაში ჰერდეკეს ახალი მერი ცივი იარაღით დაჭრეს - მისი მდგომარეობა კრიტიკულია: რა დეტალებია ცნობილი მომხდარზე?

დასავლეთ გერმანიაში, რაინ-ვესტფალიის ქალაქ ჰერდეკეს ახლად არჩეული მერი ცივი იარაღით დაჭრეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

  • გავრცელებული ინფორმაციით, "სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელი ირის შტალცერი, რომელიც გასულ კვირას, ადგილობრივი არჩევნების შედეგად ჰერდეკეს მერად აირჩიეს და მოვალეობის შესრულება ნოემბერში უნდა დაეწყო, კრიტიკულ მდგომარეობაშია.

"ჰერდეკეში მომხდარი საშინელი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია მივიღეთ. ეს სწრაფად უნდა იქნას გამოძიებული“, - დაწერა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა სოციალურ ქსელში.

ამ დროისთვის დანაშაულის მოტივი უცნობია.