ავტორი:

ქარელში კაცმა შვილს სცემა, ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი - არსებული ინფორმაციით, მამა გოგონას არასასურველ მამაკაცზე დაქორწინებას აიძულებდა

ქარელში კაცმა შვილს სცემა, ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი - არსებული ინფორმაციით, მამა გოგონას არასასურველ მამაკაცზე დაქორწინებას აიძულებდა

ქარელში მამამ შვილს სცემა და ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა "მოზაიკა" აქვეყნებს.

  • გამოცემის ცნობით, მამა შვილს არასასურველ მამაკაცზე დაოჯახებას აიძულებდა, რასაც მოჰყვა ჩხუბი და კაცი შვილს ფიზიკურად გაუსწორდა.

არსებული ინფორმაციით, ძალადობის ბრალდებით გოგონას მამა უკვე დაკავებულია.