გლდანის პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, გოგიბერაშვილის ცხედარი მეზობლებმა იპოვეს. "ტვ პირველთან" საუბრისას ისინი ჰყვებიან, რომ გვიან ღამით გასროლის ხმა გაიგეს, რის შემდეგაც ავტოფარეხთან მივიდნენ და დავით გოგობერიშვილი იპოვეს გარდაცვლილი. ამის შემდეგ ის გადაასვენეს ექსპერტიზის ბიუროში. ჯერჯერობით არავინ საუბრობს იმაზე, თუ რა მოხდა ზუსტად.
ორგანიზაცია "კანონის უზენაესობის ცენტრის" დამფუძნებელი ლონდა თოლორაია გოგობერიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
"ამ ამბავმა ჩამომშალა. დავით გოგობერიშვილი ჩემი კურსელი/ჯგუფელი იყო. დილიდან ვათვალიერებ ყველაფერს, რაც მასზე იწერება და მიხარია (ამ სიტუაციაში თუ შეიძლება ადამიანს რამე გაგიხარდეს), რომ მასზე მხოლოდ კარგს ვკითხულობ. ასეთი იყო ყოველთვის - ყველას უყვარდა! ჩემთვის დეტალებს არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. ფაქტია ეს ადამიანი ცოცხალი აღარ არის კანონიერებისაგან, მორალისაგან და სამართლიანობისაგან სრულად დაცლილი რეჟიმის გამო.
რუსეთისაგან ესეც აგითვისებიათ - გაურკვეველ ვითარებებში ადამიანების, "თვითმკვლელობა". ამ ხელისუფლებას განსაკუთრებულად სძულს ის საჯარო მოხელეები, ვინც ამ პირობებშიც ახერხებენ ადამიანებმა მასზე ის დაწერონ/თქვან, რასაც დილიდან მასზე ვკითხულობთ. ყველას მოგეკითხებათ, ვისაც ამაში იოტისოდენა წვლილი გაქვთ. ეჭვი არ შეგეპაროთ!ვინც ამ საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებელი ხართ, იმედია ხვდებით რომ თქვენი უდიდესი პასუხისმგებლობაა ამ სიკვდილის/,,თვითმკვლელობების” ქრონიკების შეჩერება!" - წერს ლონდა თოლორაია.
წაიკითხეთ ასევე: