„პალიტრა L” 20 წლისაა. გამომცემლობა საიუბილეო თარიღს 31 ოქტომბერს აღნიშნავს, თუმცა მთელი თვის განმავლობაში მკითხველებს სხვადასხვა შეთავაზებითა და აქციით სარგებლობა შეეძლება.
გამომცემლობამ, რომელსაც წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში დიდი როლი აქვს და ახალგაზრდა ავტორების განვითარებასაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, გადაწყვიტა საკუთარ დაბადების დღეზე თავად დაასაჩუქროს მკითხველები.
„ახალი საკითხავი საქართველოს ყველა ქალაქსა და სოფელს - ეს ჩვენი მთავარი მიზანია ამ ორი ათწლეულის განმავლობაში. ცხადია,ოცწლიანი ლიტერატურული თავგადასავალი-მოგზაურობა ერთგულ მკითხველთან ერთად, მათი მხარდაჭერითა და თანადგომით გამოვიარეთ. სწორედ ამიტომ, ოქტომბრის განმავლობაში უამრავი ფასდაკლება, შეთავაზება, ქეშბექი და საჩუქარი მოვამზადეთ,“ - აღნიშნავენ გამომცემლობაში და მკითხველებს აქტივობების კალენდარსაც უზიარებენ.

საიუბილეო თვის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობების შესახებ დეტალურ ინფორმაციას „პალიტრა L-ის“ სოციალური ქსელების გვერდებზე გაეცნობით. თვალი ადევნეთ სიახლეებს და არ გამოგრჩეთ თქვენს ინტერესებსა და გემოვნებაზე მორგებული შეთავაზება.
R