ავტორი:

დანია 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას გეგმავს - “ურჩხული გამოვუშვით - ეს ჩვენს შვილებს ბავშვობას ჰპარავს“

დანია 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას გეგმავს - “ურჩხული გამოვუშვით - ეს ჩვენს შვილებს ბავშვობას ჰპარავს“

დანიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალურ მედია აიკრძალება, რადგან ეს “ჩვენ შვილებს ბავშვობას ჰპარავს“.

“ჩვენ ურჩხული გამოვუშვით. არასდროს ჰქონია ამდენ ბავშვსა და ახალგაზრდას შფოთვისა და დეპრესიის პრობლემები“ - , განაცხადა დანიის პრემიერ მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა.

ფრედერიკსენის განცხადებით, გარდა იმისა რომ მოზარდებს შფოთვები და დეპრესია აღენიშნებათ, კითხვა და კონცენტრაციაც უჭირთ. სწორედ ამიტომ გადაწყდა აღნიშნული აკრძალვების დაწესება.

პრემიერს არ დაუზუსტებია რომელ სოც. ქსელებს შეეხება ახალი ზომები. მისი თქმით, 13 წლის ასაკის შემდეგ მოზარდების სოც. ქსელებს მშობლები გააკონტროლებენ და მხოლოდ მათი ნებართვის შემდეგ შეეძლებათ სარგებლობა.

მსგავსი ზომები უკვე რამდენიმე ქვეყანამ მიიღო. ავსტრალიაში, 16 წლამდე ახალგაზრდებისთვის შეზღუდულია ფეისბუქის, სნეპჩათის, ტიკტოკისა და იუთუბის გამოყენება. მსგავს შეზღუდვას განიხილავს ნორვეგიაც.

თავის გამოსვლაში დანიის პრემიერ მინისტრმა მოიყვანა მონაცემები, რომლებიც აჩვენებს, რომ 11-დან 19 წლამდე დანიელი ბიჭების 60% თავიანთ თავისუფალ დროში ერთ მეგობარსაც კი არ ნახულობდნენ. ამავდროულად, უკვე მეშვიდე კლასისთვის, დანიელი ბავშვების 94%-ს სოც.ქსელების პროფილები ჰქონდა.

მოამზადა საბა ჩიტიაშვილმა

წყარო