ავტორი:

ახალი AI თაღლითობა და მოტყუებული ადამიანები - რას ჰყვებიან დაზარალებულები

ახალი AI თაღლითობა და მოტყუებული ადამიანები - რას ჰყვებიან დაზარალებულები

“უცხოური კომპანიები ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ფოტოებს იყენებენ და თავს საოჯახო ბიზნესად ასაღებენ, რათა მომხმარებლები მიიზიდონ,“ - ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გაწბილებული მომხმარებლები „მოტყუებულები დარჩნენ” მას შემდეგ, რაც ეგონათ რომ პროდუქციას პატარა ინგლისური ბუტიკისგან ყიდულობდნენ, თუმცა კურიერმა აღმოსავლეთ აზიაში დამზადებული იაფფასიანი ნივთი მიუტანა.

  • ერთ-ერთმა ასეთი ვებსაიტია C'est La Vie. ის თავს ბირმინგემში დაარსებულ საოჯახო ბიზნესად ასაღებს, რომელსაც ცოლ-ქმარი, ეილინი და პატრიკი 29 წლის განმავლობაში მართავენ.

მომხმარებლის ინტერესების სასარგებლოდ მომუშავე ორგანიზაცია Which? აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტის მზარდი გამოყენებით საზოგადოების მოტყუება უპრეცედენტო დონემდე გაიზარდა.

გამოცემის მიხედვით, AI-ს მეშვეობით შექმნილ ფოტოებს კიდევ ერთი ვებსაიტი, Mabel & Daisy იყენებს და თავი მოაქვს კომპანიად, რომელსაც დედა-შვილი მართავს, ოფისი კი ბრისტოლში აქვთ, თუმცა ნამდვილი მისამართი ჰონგ-კონგშია. Trustpilot-ის რევიუების პლატფორმაზე, კომპანიას 500-ზე მეტი ერთვარსკვლავიანი შეფასება აქვს. მომხმარებლები უკმაყოფილოები არიან, რომ იაფფასიან, უხარისხო პროდუქტში დიდი თანხა გადაიხადეს.

ხალხი ამბობს, რომ ამ კომპანიების რეკლამები ფეისბუქზე შეხვდათ.

  • ბირმინგემში არსებული ნამდვილი ბიზნესის, Astella Jewellery-ის დირექტორი, სანი პალი ამბობს, რომ ეს თაღლითური სქემები ქალაქის საიუველირო ბაზრის რეპუტაციას აზიანებს.

ორგანიზაცია Which?-ის წარმომადგენელი კი ამბობს, რომ ონლაინ შოპინგის დროს მომხმარებელს შეუძლია გარკვეული პრევენციული ზომები მიიღონ. მაგალითად, ნახონ ხალხის მიერ დატოვებული რევიუები.

მოამზადა საბა ჩიტიაშვილმა

წყარო