გერმანიის მთავრობამ კანონი მიიღო, რომლის თანახმადაც პოლიცია ქვეყნის საჰაერო სივრცეში გამოჩენილი დრონების ჩამოგდებას შეძლებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
"ამას არ დავუშვებთ. ჩვენ ვაძლიერებთ ფედერალური პოლიციის უფლებამოსილებებს, რათა მომავალში დრონების დაფიქსირება და განეიტრალება უფრო სწრაფად მოხდეს. ეს დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გადავწყვიტეთ“, - დაწერა ფრიდრიხ მერცმა X-ზე.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრ დობრინდტის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით დრონების საწინააღმდეგო დანაყოფები შეიქმნება.
კანონი ახლა ბუნდესტაგმა უნდა დაამტკიცოს.