პოლიტიკა08.10.2025 / 21:18აა ჯო უილსონი - სახელმწიფო დეპარტამენტი მართალია - ანტიამერიკელ “ქართული ოცნების” თაღლითებს ამერიკულ ინტერესებზე აზრის გამოთქმის უფლება არ აქვთ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მმართველობაში მყოფ, ანტიამერიკელ “ქართული ოცნების” თაღლითებს ამერიკულ ინტერესებზე აზრის გამოთქმის უფლება არ აქვთ. ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს.
“სახელმწიფო დეპარტამენტი მართალია. ჩინეთის კომუნისტური პარტიის მმართველობაში მყოფ, ანტიამერიკელ “ქართული ოცნების” თაღლითებს ამერიკულ ინტერესებზე აზრის გამოთქმის უფლება არ აქვთ. მადლობელი ვარ, რომ წარმომადგენელთა პალატის ჩემმა კოლეგებმა დიდი უმრავლესობით აირჩიეს არაღიარების პოლიტიკა. ნებისმიერი ადამიანი, ვინც “ქართული ოცნების” დავალებებს ასრულებს, ამას ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ აკეთებს. MEGOBARI [აქტი] ახლავე”, - წერს უილსონი.