ავტორი:

ავარია თელავში - მსუბუქი ავტომობილი ტრაქტორს შეეჯახა, რის შედეგადაც ტრაქტორის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა

ავარია თელავში - მსუბუქი ავტომობილი ტრაქტორს შეეჯახა, რის შედეგადაც ტრაქტორის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა

თელავის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ წინანდალში მოხდა.

ადგილობრივების თქმით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ტრაქტორს შეეჯახა, შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ტრაქტორის მძღოლი.

მიმდინარეობს გამოძიება.