ავტორი:

"ეს მამაკაცების სპორტია, ქალი სახლში უნდა იყოს" - არმან ცარუკიანი განმარტავს, თუ რა იგულისხმა რეალურად განცხადებაში, რომლის გამოც აკრიტიკებენ

"ეს მამაკაცების სპორტია, ქალი სახლში უნდა იყოს" - არმან ცარუკიანი განმარტავს, თუ რა იგულისხმა რეალურად განცხადებაში, რომლის გამოც აკრიტიკებენ

UFC-ის მებრძოლი, არმან ცარუკიანი მომავალ თვეში კატარში გამართულ UFC ტურნირზე მთავარ ბრძოლაში დენის ჰუკერს დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა ცარუკიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მანამდე მან თითქმის მთლიანად დაკარგა ისლამ მახაჩევსა და ილია თოფურიასთან დაპირისპირების შანსი.

ცარუკიანის განცხადებები ხშირად ხდება განხილვის თემა. ამჯერად მან ერთ-ერთ პოდკასტში, სადაც ჰკითხეს, დედა უყურებდა თუ არა მის ჩხუბებს, თქვა, რომ MMA მამაკაცების სპორტია და ქალი სახლში უნდა დარჩეს.

  • “დედაჩემი? არა, ის სახლში დარჩება. ეს მამაკაცების სპორტია, იცი. ქალი სახლში უნდა იყოს. არ ვიცი, როგორ უნდა მოვიდეს დედა და ჩემს ბრძოლას უყუროს“, - აღნიშნა ცარუკიანმა.

ცარუკიანის ნათქვამი ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა და ბევრმა ის ქალების მიმართ უპატივცემულობაში დაადანაშაულა.

მოგვიანებით არმანმა განმარტა, რომ მისი სიტყვები ქალებზე და MMA-ზე ზოგადი მოსაზრება არ ყოფილა, ეს უბრალოდ შვილის მხრიდან მშობლის მიმართ მზრუნველობის გამოხატულება იყო.

"დედა ბრძოლის ყურებისას ემოციებს ვერ უძლებს, ძალიან ბევრი სისხლია, შვილი შეიძლება დაშავდეს... ვფიქრობ, ეს კარგი ადგილი არ არის მისთვის", - თქვა ცარუკიანმა.

მებრძოლმა ასევე დაამატა რომ დედა არც ტელევიზიით უყურებს მის ორთაბრძოლებს: “არა, ტელევიზორითაც არ უყურებს. უბრალოდ შედეგს ელოდება, ვერ უყურებს".

MMA სფეროში ამ სახის განცხადებები პირველი არ არის, იგივე პოზიცია იანვარში ისლამ მახაჩევმაც დააფიქსირა:

“დედა ჩემს ბრძოლებს არ უყურებს. ყოველთვის ვეუბნები, რომ მარტივი ბრძოლები მაქვს და სჯერა, თუმცა პორიესთან ბრძოლის შემდეგ, როდესაც სახლში მივედი და შუბლზე ნაიარევი დამინახა მითხრა, რომ ჩემი ბრძოლები მარტივი არ არის… ტირილით მთხოვს, შევწყვიტო", - თქვა ისლამმა.

ამრიგად, ცარუკიანის კომენტარი სინამდვილეში MMA-ს ემოციურ მხარეს ეხებოდა და აჩვენებს თუ როგორ განიცდიან ოჯახის წევრები იმ საფრთხეს, რომელიც ბრძოლების დროს მათ ახლობელს ემუქრება.

მოამზადა ლაშა ლაშქარაშვილმა

წყარო