ავტორი:

ანჯელინა ჯოლი აშშ-ის დატოვებას და კამბოჯაში გადასვლას გეგმავს - "დიდი ხანია ამაზე ოცნებობს"

ანჯელინა ჯოლი აშშ-ის დატოვებას და კამბოჯაში გადასვლას გეგმავს - "დიდი ხანია ამაზე ოცნებობს"

ჰოლივუდის ვარსკვლავი, ანჯელინა ჯოლი ამერიკის შეერთებული შტატების დატოვებას გეგმავს.

  • როგორც ჟურნალ Us Weekly იტყობინება, მსახიობი აპირებს საცხოვრებელი სახლები დედამიწის სამ სხვადასხვა ადგილას - კამბოჯაში, საფრანგეთსა და აფრიკაში მოიწყოს, რადგან რადგან თითოეულ ამ ადგილს მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამ სამი ადგილიდან ყველაზე მეტად ენჯის ჯამბოჯა ხიბლავს.

ჯოლიმ თავისი უფროსი ვაჟი, 24 წლის მედოქსი, კამბოჯაში იშვილა. 20 წლის ზაჰარა ეთიოპიელია, ნოქსი და ვივიენი ნიცაში დაიბადნენ.

ანჯელინასთან დაახლოებული წყაროს თქმით, მისი უმცროსი შვილები ივლისში სრულწლოვნები ხდებიან და ჯოლი ცვლილებებისთვის მზად არის.

ვარსკვლავი დიდი ხანია საზღვარგარეთ ცხოვრებაზე ოცნებობს, 2019 წელს ჟურნალ Harper’s Bazaar-თან ინტერვიუში მან განაცხადა: “მინდა საზღვარგარეთ ვიცხოვრო და ამას გავაკეთებ, როგორც კი ჩემი შვილები სრულწლოვნები გახდებიან. ახლა კი იძულებული ვარ იქ ვიცხოვრო, სადაც მათი მამა ირჩევს ცხოვრებას.“

ჯოლი და პიტი ერთმანეთს 2016 წელს დაშორდნენ, თუმცა მათი განქორწინება მხოლოდ 2024 წელს, რვაწლიანი იურიდიული დავის შემდეგ დასრულდა. ამჟამადაც სასამართლოში კიდევ ერთი დავა განიხილება, რომელიც 500-მილიონიანი ფრანგული ღვინის ქარხნის, Château Miraval-ის საკუთრების საქმე საქმეს ეხება.

  • სხვა წყარომ Us Weekly-ს განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ჯოლი ყოველთვის შეყვარებული იყო ლოს-ანჯელესზე, ახლა ის ფიქრობს, რომ ქალაქმა მის ცხოვრებაში თავისი როლი უკვე შეასრულა და მსახიობი ახალი ეტაპზე გადასვლისთვის მზადაა.

“ანჯელინა კვლავ ჩავა ლოს-ანჯელესში სამუშაოდ, მაგრამ ეს ქალაქი მისი სახლი აღარ იქნება. ვარსკვლავს ახლა უფრო რეჟისურასა და პროდიუსერულ საქმიანობას სურს ჩაუღრმავდეს“, - ამბობს წყარო.

გაზეთმა Page Six-მა აგვისტოში ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოსკარის მფლობელმა მსახიობმა უკვე გაყიდა თავისი კალიფორნიული მამული.

წყარო