ავტორი:

"მივესალმებით ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას - პრეზიდენტ ტრამპის გადამწყვეტმა დიპლომატიამ საკვანძო როლი შეასრულა" - ირაკლი კობახიძე

"მივესალმებით ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას - პრეზიდენტ ტრამპის გადამწყვეტმა დიპლომატიამ საკვანძო როლი შეასრულა" - ირაკლი კობახიძე

მივესალმებით ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, როგორც მშვიდობისკენ მიმავალ იმედისმომცემ საეტაპო მოვლენას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, "პრეზიდენტ ტრამპის გადამწყვეტმა დიპლომატიამ, კატარის, ეგვიპტისა და თურქეთის მედიაციის მხარდაჭერით, საკვანძო როლი შეასრულა ამ შეთანხმების მიღწევაში”.

„მძევლების მყისიერი გათავისუფლება საფუძველს ჩაუყრის ხანგრძლივ მშვიდობას, რაც ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა", - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.