"ჰამასმა“ ღაზის სექტორში ომის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
“გარანტიები მივიღეთ ძმური მედიატორებისგან და აშშ-ის ადმინისტრაციისგან, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ომი მთლიანად დასრულებულია,” - განაცხადა ალ-ჰაიიამ.
მისი თქმით, შეთანხმების ნაწილია, რომ გათავისუფლდება 250 პალესტინელი, რომლებიც სამუდამო პატიმრობაში იმყოფებიან ისრაელის ციხეებში. ასევე გათავისუფლებული იქნება 1 700 პალესტინელი ღაზიდან - ისინი, ვინც ომის დაწყების შემდეგ იყვნენ დაპატიმრებული.
ალ-ჰაიიას თქმით, შეთანხმება ასევე ითვალისწინებს რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის ორივე მიმართულებით გახსნას.
ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰამასი ყველა მძევალს ორშაბათს ან სამშაბათს გაათავისუფლებს. ის, სავარაუდოდ, 13 და 14 ოქტომბერს გულისხმობდა.