ავტორი:

"7 წლის ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა" - რუსებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს, კიევის მარცხენა სანაპირო ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

"7 წლის ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა" - რუსებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს, კიევის მარცხენა სანაპირო ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

რუსულმა ძალებმა უკრაინას „შაჰედის“ ტიპის დრონებით შეუტია, რის შედეგადაც დედაქალაქ კიევში მდინარის მარცხენა სანაპიროზე ელექტროენერგია მთლიანად გაითიშა და 9 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

  • დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ენერგეტიკოსები კიევში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაზე მუშაობენ.

"სიტუაცია რთულია. მის მოგვარებაში ყველა საჭირო სამსახურია ჩართული“, - დაწერა კლიჩკომ „ტელეგრამ“ არხზე.

მისივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დედაქალაქში 9 ადამიანი დაშავდა.

ამასთან, რუსებმა ზაპოროჟიესაც შეუტიეს. თავდასხმის შემდეგ დაშავებული 7 წლის ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა.