ავტორი:

67 წლის ასაკში გარდაიცვალა ჟურნალისტი აკაკი სიხარულიძე

67 წლის ასაკში გარდაიცვალა ჟურნალისტი აკაკი სიხარულიძე

67 წლის ასაკში გარდაიცვალა ჟურნალისტი აკაკი სიხარულიძე.

ის 1959 წელს გურჯაანში დაიბადა უმაღლესი განათლება თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მიიღო. მის ბიოგრაფიაში აღნიშნულია, რომ 1982-1983 წლებში გაიარა თსუ-ის ასპირანტურის არასრული კურსი ფილოლოგია-ჟურნალისტიკის განხრით. 1995-1998 წლებში კი ახალგაზრდობის საერთაშორისო ინსტიტუტ "თბილისის“ იურიდიულ ფაკულტეტზეც სწავლობდა. აკაკი სიხარულიძის შრომითი ბიოგრაფია 1975 წელს დაწყებულა საავიაციო ქარხანაში, მუშად; 1983-1986 წლებში კი ახალგაზრდულ ორგანიზაციათა კომიტეტის ახალგაზრდულ და საყმაწვილო პრესის, ტელე და რადიო რედაქციების სექტორის ხელმძღვანელი იყო. 1986-დან 2004 წლამდე მუშაობდა საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის (შემდგომში ფედერაცია) სხვადასხვა თანამდებობაზე. 1992 წელს (2004 წლამდე) ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე გახდა, იმავდროულად, 1995-2000 წლებში, ჟურნალისტთა კავშირების კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტიც იყო. 1993 წელს ჩამოაყალიბა ეროვნული თანხმობის დარბაზი; 1997 წელს საფუძველი ჩაუყარა ქართული ჟურნალისტიკის დღის (21 მარტი) აღნიშვნის ტრადიციას; იყო საერთაშორისო ჟურნალისტიკის, სამართლისა და ბიზნესის ინსტიტუტის დამაარსებელი, მისი რექტორი.

2006 წლამდე გურჯაანის რაიონის გამგებლად იმუშავა. 2007-2009 წლებში კი, საერთოდაც, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსიც გახდა. 2009 წლის 17 მარტიდან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად დაინიშნა. 2013 წელს კი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა.

1998 წელს დაჯილდოებულია ღირსების ორდენით ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, აქტუალური, ცხოვრებისეული თემების მაღალკვალიფიციურ დონეზე წარმოჩენაში, აქტიური, შემოქმედებითი მოღვაწეობისა და ახალგაზრდა პროფესიული კადრების მომზადებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის.

ambebi.ge მწუხარებას გამოთქვამს აკაკი სიხარულიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახის წევრებსა და ახდა ამ საქმიანობას ეწევა დღემდე.