ავტორი:

ბოლო 5 წელში გადაღებული 10 საუკეთესო სერიალი

ბოლო 5 წელში გადაღებული 10 საუკეთესო სერიალი

ბოლო წლებში ბევრი კრიტიკოსი მსოფლიო კინოს "დაღმასვლას“ სწორედ ტელევიზიას აბრალებდა, მაგრამ, ფაქტია, სულ უფრო ხშირად კრეატიული და საინტერესო პროდუქტი კინოთეატრებში კი არა, ისეთ სტრიმინგ პლატფორმებზეა, როგორებიცაა "ნეთფლქისი", HBO, Apple + და ა.შ.

გთავაზობთ ბოლო 5 წლის საუკეთესო 10 სერიალს:

  • Severance

არავის ეგონა, რომ სერიალის რეჟისორის, ბენ სტილერის კრეატიულობა და ნიჭი კომედიიდან დრამაშიც შეიძლება გადასულიყო. “Apple +“-ის სამეცნიერო ფანტასტიკა დისტოპიურ სამყაროს ქმნის, რომელშიც ადამიანები ტვინში ჩაყენებული ჩიპით სამუშაოსა და პირად ცხოვრებას ანცალკევებენ. ფურცელზე საინტერესო იდეა რეალობაში კატასტროფისკენ მიდის, როცა ადამიანების "მეორე ნახევრები“ მიხვდებიან, რომ ფაქტობრივად ჯოჯოხეთში არიან ჩაკეტილები.

  • the Bear

სერიალის პოპულარობა და სახალხო აღიარება აბსოლუტურად დამსახურებულია. ცნობილი შეფი მშობლიურ ქალაქში, ჩიკაგოში ბრუნდება და თავისი გარდაცვლილი ძმის რესტორანს იბარებს. “Bear”-ი მსახიობთა პერფორმანსებით, ვიზუალური სიმდიდრითა და ინტენსიური გარემოთი გამოირჩევა. ის დატვირთულია ისეთი მძიმე თემებით, როგორებიცაა ნარკოდამოკიდებულება, გლოვა, ტოქსიკური სამუშაო გარემო და ა.შ. ეს ყველაფერი ერთად ქმნის სერიალს, რომლის ყურებისგან გამოწვეული ემოციები დიდი ხანი არ დატოვებს შენს ფიქრებს.

  • Succession

ამბავი მედია კონგლომერატების, როის ოჯახის გარშემო ტრიალებს. სცენარისტების საოცარი მუშაობა გვაძლევს საშუალებას, რომ საინტერესო, სასაცილო და ამავდროულად ტრაგიკული პერსონაჟების ცხოვრებას თვალი ვადევნოთ. სერიალი გადაღებულია კინოს სტილში, რაც მას ხიბლს მატებს. Succession არის სერიალი, რომელიც პატივს სცემს მაყურებლის ინტელექტს, ემოციურად იწვევს და ბევრი კრიტიკოსის აზრით, ფაქტობრივად, ამბავს იდეალურად იწყებს და ამთავრებს.

  • Ted Lasso

ტედ ლასო ამერიკული ფეხბურთის მწვრთნელია, როცა ინგლისის კლუბი შესთავაზებს სამსახურს. გუნდის მმართველები გამოუცდელ მწვრთნელს იყვანენ იმ იმედით, რომ ტედ ლასო მალევე ჩაფლავდება, თუმცა მოლოდინი არ უმართლდებათ. სერიალი “დაუნდობელი” პოზიტიურობით გამოირჩევა. ის ჰყვება, სასაცილო და ამავდროულად ღრმად ემოციურ ამბავს, რომელიც რეალურად არაფერ კავშირშია ფეხბურთთან.

  • Barry

რა ხდება როცა დაქირავებული მკვლელი უეცრად ახალ ინტერესს გაიჩენს და მსახიობობა მოუნდება? ამის გასარკვევად Barry-ის უნდა უყუროთ. რაღაც მომენტებში სასაცილო ამბავს მაყურებელი მძიმე ტერიტორიებში შეჰყავს. სერიალი განიხილავს, შეუძლია თუ არა ადამიანს ცვლილება? შესაძლებელია ამორალური ადამიანის შეცვლა? და რა შედეგს ვიღებთ, როცა ეს არ ხდება. მთავარ პერსონაჟში, დაუღალავი შინაგანი ბრძოლაა თავის ორ "იდენტობას“ შორის.

  • Last of Us

ვიდეო თამაშზე დაფუძნებულ სერიალს, პედრო პასკალის გარდა ბევრი სხვა მიზეზითაც უნდა უყუროთ. სერიალი აპოკალიფსზე, რომელიც ამაზე ბევრად მეტია. ეს ურჩხულებზე კი არა, ადამიანებზეა. ის იკვლევს სიყვარულს, დანაკარგსა და გადარჩენის ფასს. 2 სეზონისა და 16 ეპიზოდის მიუხედავად, “Last of Us”-ი ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული სერიალია, როგორც კრიტიკოსების, ისე ხალხის მიერ.

  • the White Lotus

ძვირად ღირებულ კურორტზე მომხდარი მკვლელობა ბნელ, სასაცილო და არაკომფორტულ გარემოს ხსნის. სერიალში ნაჩვენებია ადამიანები, რომლებსაც ყველაფერი აქვთ, სიმდიდრე, პრივილეგია, ძალა, მაგრამ ადამიანური კომპლექსები მაინც არ უქრებათ. “White Lotus”-ი ანთოლოგიური სერიალია, ე.ი ყოველ სეზონზე ახალი ადგილი და ამბავია, ადამიანთა მანკიერებები კი არ იცვლება.

Squid Game

სერიალი საიდუმლო შეჯიბრების გარშემო ტრიალებს, რომელშიც მძიმე ფინანსურ სიდუხჭირეში მყოფი 456 ადამიანი მონაწილეობს. ისინი სიცოცხლეს რისკავენ და ვინც გაიმარჯვებს, 40 მილიონამდე დოლარის ჯილდოს მიიღებს. მარტივი იდეისა და კონცეფციის მიუხედავად სერიალი სამხრეთ კორეისთვის მნიშვნელოვან საკითხებს ეხება, მათ შორის, ფინანსური უთანასწორობას, არჩევანის ილუზიასა და გასართობად, ადამიანთა სასოწარკვეთილების ექსპლუატაციას. “Squid Game” მორალურად კომპლექსური სერიალია. მკაფიოდ არ ჩანს გმირები და ანტიგმირები, რაც ამბავს უფრო საინტერესოს ხდის. კორეის პრობლემებზე შეხება ენობრივ და კულტურულ ბარიერს არღვევს, ამიტომაც მოიპოვა “Squid Game”-მა საერთაშორისო აღიარება.

  • Ozark

ამბავი ტრიალებს ცოლ-ქმრის გარშემო, რომელიც ოზარკის ტბის მიდამოს სახლდება, რათა მექსიკური კარტელისთვის ფულის გათეთრება გააგრძელონ. ისინი კრიმინალურ სამყაროში ღრმად გაეხვევიან, ისე რომ მისგან თავის დაღწევა შეუძლებელი ხდება. მსგავსი კრიმინალური დრამის კონცეფციების სიძველის მიუხედავად, “ოზარკი“ მაინც უნიკალურ ამბავს ჰყვება. სერიალი იკვლევს ადამიანის ბნელ მხარეებს და ჯეისონ ბეიტმენის პერსონაჟის სახით, ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ანტიგმირს ხატავს.

Shogun

"შოგუნი" ჯეიმს კლაველის რომანზე დაფუძნებული ისტორიული დრამაა. მოქმედება იაპონიაში, ედოს პერიოდში (1603-1868) ხდება. სერიალი თანამედროვე მაგალითია იმისა, რომ არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ მონაწილეობს სერიალში ან რამდენად პოპულარულ ან რელევანტურ დროს შეეხება. მთავარია კრეატიულად და საინტერესოდ მოყოლილი ამბავი. მასში უმეტესად დასავლური აუდიტორიისთვის უცნობი იაპონელი მსახიობები მონაწილეობენ და ეს სერიალს არაფერს აკლებს. ერთი სეზონის მიუხედავად, მან მსოფლიო აღიარება მოიპოვა და მეორე სეზონს ხალხი დიდი მოლოდინებით ელის.

  • მოამზადა საბა ჩიტიაშვილმა