ავტორი:

"ძალიან მრცხვენია, რომ 4 ოქტომბერს აქციაზე არ ვიყავი... რაც შეეხება ჩანაწერს, ბგერა არ არის ჩემი - არასდროს მიკადრებია ბატონი პაატასთვის, "პაატათი" მიმართვა" - ბაჩო ახალაია

"ძალიან მრცხვენია, რომ 4 ოქტომბერს აქციაზე არ ვიყავი... რაც შეეხება ჩანაწერს, ბგერა არ არის ჩემი - არასდროს მიკადრებია ბატონი პაატასთვის, "პაატათი" მიმართვა" - ბაჩო ახალაია

რატომ უნდა გამოვრიცხო,- ასე უპასუხა შსს-ს კრიმინალ დეპარტამენტში გამოკითხვაზე მისულმა ბაჩო ახალაიამ ჟურნალისტების კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა მის დაკავებას.

  • ახალაიას თქმით, მას როგორც საქართველოს პატრიოტს, რცხვენია, რომ 4 ოქტომბერს აქციაზე არ იყო.

"მე როგორც ადამიანს, როგორც ჩვეულებრივ, უბრალო ადამიანს, პატრიოტს ამ ქვეყნისას, ძალიან მრცხვენია, რომ იქ არ ვიყავი და აქ ვდგავარ ახლა,“ - განაცხადა ბაჩო ახალიამ.

ბაჩო ახალაიას განცხადებით, გავრცელებული აუდიოჩანაწერი ფალსიფიცირებულია.

"არ უთქვამთ რაზე დამიბარეს, მითხრეს 4 ოქტომბრის ძალადობის საქმესთან დაკავშირებით. რაც შეეხება ხმის ნიმუშს, ათასი პროცენტით ფალსიფიცირებულია. სიტყვა, ბგერა არ არის ჩემი. ვისაც აინტერესებს მინდა გითხრათ, რომ არასდროს მიკადრებია ბატონი პაატასთვის, პაატათი მიმართვა და ამ სტილით, ჩემი უფროსი მეგობარია და ყოველთვის მოკრძალებით ვესაუბრები. მამაჩემის ტოლი კაცია და საერთოდ სხვა სახის ურთიერთობა გვაქვს, ვიდრე იქ ჩანს.

ძალიან მრცხვენია, ძალიან ძალიან „მიტყდება“, რომ ამ არაფერში ვიყავი ჩართული სამწუხაროდ, ძალიან მრცხვენია ამის. ძალიან მრცხვენია, რომ ეს ხალხი ახლა ზის და მე უბრალოდ სამზარეულოდან ვადევნებდი ამას თვალს. მეორე მხრივ, ცოტა საღი აზრის ფარგლებშიც, თუ აზროვნებენ ადამიანები, უნდა ესმოდეთ, რისი ორგანიზება არის. ბატონი პაატა ბურჭულაძის და ლევან ხაბეიშვილის მოწოდებას ვინმე ორგანიზება სჭირდებოდა?“ - განაცხადა ახალაიამ.