ავტორი:

"გოგი ჩახუნაშვილი ჩემი მასწავლებელია... თუ საჭირო გახდება, მე, როგორც ექიმი, თავდებში ჩავუდგები" - რას ამბობს თემურ მიქელაძე კოლეგის დაკავებაზე

"გოგი ჩახუნაშვილი ჩემი მასწავლებელია... თუ საჭირო გახდება, მე, როგორც ექიმი, თავდებში ჩავუდგები" - რას ამბობს თემურ მიქელაძე კოლეგის დაკავებაზე

ცნობილი ექიმი, პედიატრი თემურ მიქელაძე ეხმაურება კოლეგის, გიორგი ჩახუნაშვილის დაკავებას. მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში მზად არის კოლეგას თავდებში ჩაუდგეს.

"გოგი ჩახუნაშვილი არის ჩემი მასწავლებელი. მე ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი გაირკვევა. თუ საჭირო გახდება, მე, როგორც ექიმი, თავდებში ჩავუდგები“, — განუცხადა "ნეტგაზეთს" თემურ მიქელაძემ.

ცნობისთვის, პედიატრი თემურ მიქელაძე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გახსნილ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბს ხელმძღვანელობდა.

როგორც ცნობილია, 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების ფაქტზე აკადემიკოსი, ექიმი, 71 წლის გიორგი ჩახუნაშვილი წუხელ, გვიან ღამით, საკუთარ სახლში დააკავეს. მის გარდა, გუშინ კიდევ 7 პირი, მათ შორის, ია დარახველიძე დააკავეს. ცნობილი გახდა, რომ დღეს, საკანონმდებლო ორგანოს წინ, ექიმების საპროტესტო აქცია გაიმართება.

აქციის მიზანი, სოლიდარობას გამოხატვაა ექიმისა და აკადემიკოსის, გიორგი ჩახუნაშვილის მიმართ, რომელიც პოლიციამ, სავარაუდოდ, 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებული მოვლენების გამო დააკავა. აქცია, საკანონმდებლო ორგანოს წინ 20:00 საათზე დაიწყება.

წაიკითხეთ ასევე: