ადვოკატი რა ჭირად მჭირდება?! ადვოკატი არსებობს, სასამართლო არსებობს, კანონი არსებობს თუ რა? რამე არსებობს? არაფერი არ არსებობს, შესაბამისად ფარსში მონაწილეობას არ მივიღებ! - ამის შესახებ შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე მისულმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალიამ განაცხადა.
"ადამიანურად ძალიან მაღიზიანებს ვიღაც რომ გამოხტება და იტყვის პროკურატურაში არ მივალ, მივალ სასამართლოში. რა განსხვავებას ნახულობთ ამაში? ადვოკატი რა ჭირად მჭირდება? ადვოკატი არსებობს, სასამართლო არსებობს, კანონი არსებობს თუ რა? რამე არსებობს ? არაფერი არ არსებობს, შესაბამისად ფარსში მონაწილეობას არ მივიღებ!“- განაცხადა ახალიამ.
"მე ჩამოვედი რამდენიმე თვის წინ ქვეყანაში, ჩემი გადაადგილება, ყოფნა, მოძრაობა, მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა, ასე ვიცხოვრე ეს თვეები პრობლემების გარეშე, ღიად, თავისუფლად. ერთადერთი დისკომფორტს და პრობლემებს ქმნიდა ბავშვებისთვის, რომ მუდმივად ვიღაც გითვალთვალებს. ამიტომ არსად არც დასამალი მქონია არც არაფერი“, - განაცხადა ახალიამ.
კითხვაზე შეუთვალეს თუ არა მას, რომ ქვეყანა დაეტოვებინა, ახალაიამ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მასაც და მთელ საზოგადოებას შეუთვალა, რომ ან ქვეყანას დატოვებენ, ან დაპატიმრებულები იქნებიან.
"მე კი არა, ყველას შემოგითვალათ ბიძინა ივანიშვილმა, ან წახვალთ ციხეში, ან დატოვებთ ამ ქვეყანას, ან გარუსდებით“, - განაცხადა ახალიამ.