ავტორი:

ამ თვეში დედამიწას ორი კაშკაშა კომეტა ჩაუფრენს, რომლებიც ასწლეულები აღარ გამოჩნდებიან - რა უნდა ვიცოდეთ

ამ თვეში დედამიწას ორი კაშკაშა კომეტა ჩაუფრენს, რომლებიც ასწლეულები აღარ გამოჩნდებიან - რა უნდა ვიცოდეთ

ამ თვეში დედამიწას ორი კაშკაშა კომეტა ჩაუფრენს - მცირე სხეულების ასტრონომიის შემსწავლელი პოსტდოქტორანტის, ციჩენგ ჟანგის თქმით, მკვლევრებმა კომეტა C/2025 A6 ლემონი 3 იანვარს შენიშნეს, ხოლო C/2025 R2 SWAN პირველად მხოლოდ 10 სექტემბერს, მზესთან მიახლოების დროს აღმოაჩინეს.

  • ორივე მათგანს აქვს გრძელპერიოდიანი, ოვალური ფორმის ორბიტები, რომლებიც მათ მზის გარშემო აბრუნებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი დედამიწასთან ახლოს მხოლოდ შეზღუდული დროით იქნებიან.

"კომეტა SWAN კიდევ 650-700 წლის განმავლობაში აღარ გამოჩნდება, ხოლო ლემონი 1300 წლის განმავლობაში" - განაცხადა კერი ჰოლტმა, პოსტდოქტორანტმა და ასტრონომმა ლას კუმბრესის ობსერვატორიაში.

"SWAN მხოლოდ საღამოს, ცის დაბნელებისთანავე გახდება შესამჩნევი," — წერს კუანჟი იე, მერილენდის უნივერსიტეტის ასტრონომიის დეპარტამენტის ასოცირებული მკვლევარი. "ლემონი კი მზის ამოსვლამდე ჩანს".

ლემონი ახლა იმაზე მეტად ელვარებს, ვიდრე ვარაუდობდნენ, თუმცა შეუიარაღებელი თვალით მისი დანახვა მაინც ჭირს. მწვანე ფერი ორატომიანი ნახშირბადის დამსახურებაა, რომელიც მზის სინათლეზე ფლიუროსცენციას (მეორადი ნათება) განიცდის. იგი ნოემბერსა და დეკემბერში მზის უკან დაიმალება, შემდეგ კი მხოლოდ სამხრეთ ნახევარსფეროში მყოფი დამკვირვებლებისთვის გახდება ხილული.

გრძელპერიოდიანი კომეტები დროის უმეტეს ნაწილს ჩვენი მზის სისტემის ცივ კიდეზე, ოორტის ღრუბელში ატარებენ , რომელიც ყინულოვანი სხეულების სფერული გარსია. ეს კომეტები, სავარაუდოდ, ისეთი გიგანტური პლანეტების მახლობლად ჩამოყალიბდა, როგორიცაა იუპიტერი და სატურნი

წყარო