ჩვენს დროში, როდესაც ინფორმაცია წამებში ვრცელდება, მკითხველი კი, როგორც წესი, მოკლე ტექსტების კითხვას ამჯობინებს, ანტიკური ლიტერატურის მიმართ დაინტერესება არ ნელდება. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ ჰომეროსის, სოკრატეს და სხვათა ნაშრომების მიმართ ინტერესი იზრდება, სულ უფრო მეტი ადამიანი ეძებს აქტუალურ კითხვებზე პასუხს მათ ნაშრომებში და ეს ყველაფერი ხშირად განვითარების საფუძველიც ხდება. ანტიკურ პერიოდში შექმნილი ლიტერატურა დღემდე ადამიანის აზროვნებისა და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილია.
ბერძნული და რომაული ეპოქის ნაწარმოებები არ მოიაზრება როგორც მხოლოდ ლიტერატურა. ის ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, პოლიტიკის და სხვა მნიშვნელოვანი მეცნიერებების საწყისი წერტილია. მაგალითად,ჰომეროსის „ილიადა“ და „ოდიუსეა“ ძველი ბერძნული ლიტერატურის უდიდესი ნაწარმოებებია, რომლებიც არაა მხოლოდ საინტერესო თავგადასავლებია, არამედ ფილოსოფიური და მორალური საკითხების განხილვა და ანალიზი.
„ილიადა“ ტროას ომზე, ბერძნებისა და ტროელების დაპირისპირებაზე გვიყვება, მაგრამ რეალურად ეს ნაწარმოები ადამიანის შინაგან ბრძოლაზე, მისი ღირსების დაცვაზეა. ის გვასწავლის, როგორც დავძლიოთ შინაგანი ბრძოლები და შევინარჩუნოთ ღირსება ომისა და დიდი ტკივილის მიუხედავად. ეს თემები დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც საუკუნეების წინ, როდესაც ნაწარმოები იქმნებოდა.
პლატონის დიალოგები აზროვნების კულტურის ჩამოყალიბებას ემსახურება. არისტოტელეს ტრაქტატები არის ტექსტები, სადაც ის მეცნიერების, ფილოსოფიისა და ეთიკის საკითხებს განიხილავს და დღემდე დასავლური აზროვნების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. მარტივად რომ ვთქვათ, არისტოტელე არის ადამიანი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ლოგიკას, მეცნიერების მეთოდოლოგიას და ეთიკის თანამედროვე გაგებას.
ბოლო ათწლეულებში ადამიანები განსაკუთრებით დიდ ყურადღება აქცევენ პიროვნულ განვითარებას. ამ პროცესში კი ისინი თვითშემეცნების მიზნით ხშირად მიმართავენ ანტიკურ ტექსტებს. თანამედროვე მკითხველი მიმართავს ანტიკურ ტექსტებს არა მხოლოდ ისტორიული ინტერესით, არამედ თვითშემეცნების სურვილითაც. იმ ეპოქის გმირები და მოაზროვნეები დღესაც გვასწავლიან, როგორ გავუმკლავდეთ მორალურ დილემებს, ძალაუფლების ცდუნებას ან პირად სირთულეებს.
„ვისაც სამყაროს გადაადგილება სურს, სჯობს საკუთარი თავი გადააადგილოს.“
„ვისაც სურვილი აქვს, საშუალებებს ეძებს, ხოლო ვისაც არა - მიზეზებს.“
„თითოეულ ადამიანშია მზე - ოღონდ მიეცით მას ნათების საშუალება.“
„დაკმაყოფილდი იმით, რაც გაქვს, მაგრამ ისწრაფე უკეთესობისკენ.“
„ღარიბი ადამიანი ის კი არ არის, ვისაც ჯიბეში ერთი გროშიც არ აქვს, არამედ ის ვისაც ერთი ოცნებაც არ გააჩნია.“
ეს ფრაზები, რომლებიც თანამედროვე ადამიანების საფიქრალს ეხება, სოკრატეს ეკუთვნის და ისინი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ციტირებად ფრაზებად რჩება როგორც ფილოსოფიაში, ისე ფსიქოლოგიაში. სწორედ ამიტომ განიხილება ანტიკური ტექსტების წაკითხვა ადამიანის პიროვნული განვითარების საშუალებად. ის საკუთარი თავისა და სამყაროს არსის უკეთ გააზრების საუკეთესო გზაა.
კითხვებზე, როგორიცაა: რა არის ბედნიერება? რა არის სწორი? რა არის სამართლიანობა? რა აზრი აქვს ცხოვრებას? რას ნიშნავს გმირობა? პასუხების ძიება ისეთივე აქტუალურია თანამედროვე ადამიანისთვის, როგორც ანტიკური ხანის მოქალაქისთვის გახლდათ. მეტიც, რაც უფრო ვითარდება სამყარო, მით უფრო რთული ხდება ადამიანისთვის ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხის გაცემა და რაც მთავარია, საკუთარი თავის პოვნა. სწორედ ამიტომ არ კარგავს ანტიკური ლიტერატურა მნიშვნელობას.
R