“ციხეები აავსეს ახალგაზრდა პატრიოტი ბიჭებით. არ შეგრჩება ბატონო ბიძინა, იცოდე დიდხანს ვერ გაძლებ“, - ამის შესახებ ექიმმა, კარდიოლოგმა ანზორ მელიამ რუსთაველის გამზირზე, ექიმების საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
„200 კაცი მიუვარდა დამსახურებულ პროფესორს, პედიატრს, კაცს, რომელსაც სიკეთის გარდა ამქვეყნად არაფერი უკეთებია. სირცხვილია, რასაც ეს მთავრობა ამბობს: ჯგუფური რაღაცო [ძალადობის ორგანიზება და მოწოდება]. რა ჯგუფური, კაცი მშვიდობიანად დგას ხოლმე რუსთაველზე და იბრძვის ევროპული მომავლისათვის. თუ ვინმე დამნაშავეა ამ ქვეყანაში, თუ ვინმე უნდა დაისაჯოს, პირველ რიგში ეს კობახიძეა, რომელმაც აიძულა ქუჩაში გამოსვლა აქ დგომა“, - განაცხადა ანზორ მელიამ.