ავტორი:

ლუკაშენკოს ბრძანებით ბელარუსის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება დაიწყო

ლუკაშენკოს ბრძანებით ბელარუსის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება დაიწყო

ალექსანდრე ლუკაშენკოს ბრძანებით ბელარუსის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება დაიწყო, - ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • „საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების ფარგლებში, შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებით მთელი რიგი ღონისძიებები ტარდება, რომლის მიზანი საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს დონეზე მოყვანაა“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამხედრო მზადყოფნის შემოწმება ბელარუსის უსაფრთხოების საბჭოს სახელმწიფო სამდივნოს ხელმძღვანელობით ტარდება.