ავტორი:

"ეს რაკეტა ჩრდ.კორეას საშუალებას აძლევს, მიზანში ამოიღოს აშშ-ის ნებისმიერი ტერიტორია" - კიმ ჩენ ინის სამხედრო აღლუმი, მედვედევი სტუმრად და "ყველაზე ძლიერი რაკეტის" წარადგინა

"ეს რაკეტა ჩრდ.კორეას საშუალებას აძლევს, მიზანში ამოიღოს აშშ-ის ნებისმიერი ტერიტორია" - კიმ ჩენ ინის სამხედრო აღლუმი, მედვედევი სტუმრად და "ყველაზე ძლიერი რაკეტის" წარადგინა

პარასკევს, ჩრდილოეთ კორეამ სამხედრო აღლუმზე ახალი ჰიპერბგერითი აპარატი და კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები (ICBM) წარადგინა.

  • ჰიპერბგერითი იარაღი "ჰვასონგ-11მა" და ინტერკონტინენტალური ბალისტიკური რაკეტა "ჰვასონგ-20", სახელმწიფო მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის "ყველაზე ძლიერი ბირთვული იარაღია".

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მედიამ ინფორმაცია, ჩრდილოეთ კორეის ახალი, გაუმჯობესებული შეიარაღების შესახებ, პირველად პეკინში გამართული აღლუმის შემდეგ გაავრცელა.

ცნობისთვის, კიმ ჩენ ინი ვლადიმერ პუტინთან ერთად, მიმდინარე წლის სექტემბერში, პეკინში გამართულ სამხედრო აღლუმს ესწრებოდა. 2011 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კიმ ჩენ ინი მონაწილეობას იღებდა ასეთ მასშტაბურ ღონისძიებაში, სადაც მსოფლიოს არაერთი ლიდერი და პოლიტიკოსი იყო შეკრებილი.

"ჰვასონგ-11მა" პირველად ერთი კვირის წინ ფხენიანში სამხედრო გამოფენაზე ნახეს. "ჰვასონგ-11" სერიის შეიარაღება წარმოადგენს მოკლე რადიუსის ბალისტიკურ რაკეტებს (SRBM), რომლებიც რუსული "ისკანდერის" რაკეტებზეა დაფუძნებული. ეს უკანასკნელი ფართოდ გამოიყენება მოსკოვის მიერ უკრაინაში განხორციელებულ გამანადგურებელ დარტყმებში.

ბალისტიკური რაკეტების ტიპის Hwasong-ის სერია ჩრდილოეთ კორეას საშუალებას აძლევს მიზანში აშშ-ს ნებისმიერი ტერიტორია ამოიღოს, თუმცა კვლავ რჩება კითხვები მისი მართვის სისტემის სიზუსტესა და იმ ბირთვული ქობინის გამძლეობასთან დაკავშირებით.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის ცნობით, ძრავა, რომელიც მყარ საწვავზე მუშაობს და ნახშირბადის ბოჭკოვანი კომპოზიტური მასალებისგან არის დამზადებული, ადგილზე ცხრაჯერ იქნა გამოცდილი. აღლუმზე ასევე წარმოდგენილი იყო განახლებული მთავარი საბრძოლო ტანკები, რომლებსაც "ჩეონმა-20" უწოდეს.

ფხენიანში გამართულ აღლუმზე უცხოელ სტუმრებს შორის იყო რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი.

წყარო