მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად ესპანეთს უპირისპირდება და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშით 1:0 მარცხდება.
მატჩი ელჩეში, "მანუელ მარტინეს ვალეროზე“ მიმდინარეობს.

გუნდები მოედანზე შემდეგი შემადგენლობებით გავიდნენ:
სიმონი, კუბარსი, კუკურელია, ლე ნორმანი, მერინო, ოიარსაბალი, პედრი, პინო, პორო, ტორესი, სუბიმენდი
მამარდაშვილი, კაკაბაძე, გოგლიჩიძე, კაშია, დვალი, გოჩოლეიშვილი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, მექვაბიშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე
როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი ესპანელების უპირატესობით დაიწყო და გაგრძელდა, ბურთის ფლობა 80/20 ესპანეთის სასარგებლოდ იყო, ისინი ძირითადად ფლანგებიდან უტევდნენ ჩვენს კარს, თუმცა თავდაპირველად ქართველები ახერხებდნენ თავის დაცვას. ჩვენდა სამწუხაროდ, პედრის კარგი ჩაწოდების შემდეგ 24-ე წუთზე საქართველოს კარი პინომ აიღო და ესპანეთი დაწინაურდა. 28-წუთზე ესპანეთის მორგი შეტევის მოგერიებისას გიორგი მამარდაშვილმა ფერან ტორესი წააქცია საჯარიმოში, რის მერეც ჩვენს კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც თავად ტორესმა დაარტყა, თუმცა ბურთის მიმართულება მამარდაშვილმა გამოიცნო და მოიგერია. თუმცა ამის შემდეგ ისევ ესპანეთის შეტევები გაგრძელდა, 32-ე წუთზე ისევ "მამარდამ" გადაგვარჩინა მორიგ გოლს.
შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს თავდასხმა სრულიად უსაქმოდ იყო, კვარაცხელიას რამდენჯერმე ჰქონდა მცდელობა, რომ გაჰქცეოდა ესპანელ მცველებს, თუმცა ამაოდ. პირველი ტაიმი ისე დასრულდა საქართველოს ნაკრებს მეტოქის კარისკენ არ დაურტყია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პირველი ტაიმის ანგარიში 1:0 შეიძლება წარმატებადაც კი ჩაითვალოს.
იხილეთ ასევე: