ავტორი:

გარდაიცვალა ჰოლივუდის ვარსკვლავი, ოსკაროსანი მსახიობი დაიან კიტონი

გარდაიცვალა ჰოლივუდის ვარსკვლავი, ოსკაროსანი მსახიობი დაიან კიტონი

ოსკაროსანი მსახიობი, ჰოლივუდის ვარსკვლავი დაიან კიტონი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან პოპულარობა 1970-იან წლებში მოიპოვა ფილმებში "ნათლიმამაში" შესრულებული როლით.

  • ასევე ის მონაწილეობდა ისეთ ფილმებში, როგორებიცაა Father of the Bride, First Wives Club და Annie Hall, რომლისთვისაც 1978 წელს ოსკარი მიიღო საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში.

Annie Hall-ში შესრულებული როლისთვის მან ასევე მოიპოვა "ოქროს გლობუსი" და BAFTA-ს ჯილდო.

როლებშიც და პირად ცხოვრებაშიც, კიტონი ცნობილი იყო თავისი უნიკალური სტილით, რომელიც ხშირად მამაკაცის სამოსსა და ფართოფარფლიან ქუდს ატარებდა.

ოჯახის წარმომადგენელმა ჟურნალ People-ს განუცხადა, რომ მსახიობი გასულ შაბათს, კალიფორნიაში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.