ავტორი:

"ვამაყობ ჩემი ფესვებით, იმ გზებით, რომლებმაც აქამდე მომიყვანა... ნამდვილი გამარჯვება ის არის - არასდროს დაივიწყო, საიდან მოდიხარ" - რას წერს ილია თოფურია

"ვამაყობ ჩემი ფესვებით, იმ გზებით, რომლებმაც აქამდე მომიყვანა... ნამდვილი გამარჯვება ის არის - არასდროს დაივიწყო, საიდან მოდიხარ" - რას წერს ილია თოფურია

UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია 11 ოქტომბერს, ესპანეთი-საქართველოს მატჩამდე ჯერ ქართველ ფეხბურთელებს შეხვდა, ხოლო შემდეგ მატჩსაც დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ ერთი დღით ადრე ილია ესპანელი ფეხბურთელების ბაზაზეც იმყოფებოდა, რამაც ქართველი გულშემატკივრის ნაწილი გაანაწყენა.

  • ილია ამ თემაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:

"არსებობენ მომენტები, როცა სული ორად იყოფა, მაგრამ გული მადლიერებით ივსება.

ვამაყობ ჩემი ფესვებით, იმ გზებით, რომლებმაც აქამდე მომიყვანა და იმ ადამიანებით, რომლებიც თითოეულ ნაბიჯზე მაძლიერებენ.

ნამდვილი გამარჯვება ის არის - არასდროს დაივიწყო, საიდან მოდიხარ და ღირსებითა და გულით გააგრძელო გზა", - წერს ილია თოფურია.

ილიას პოსტს ერთვის ქართველ და ესპანელ ფეხბურთელებთან ერთად გადაღებული ფოტოებიც:

საქართველოს ნაკრების ბაზაზე ილია თოფურია შვილთან, უგოსთან ერთად იმყოფებოდა