ავტორი:

"Tomahawk-ის რაკეტები ბრძოლის ველზე სიტუაციას ვერ შეცვლის" - დიმიტრი პესკოვი

"Tomahawk-ის რაკეტები ბრძოლის ველზე სიტუაციას ვერ შეცვლის" - დიმიტრი პესკოვი

უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების შესაძლო მიწოდება რუსეთის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

"ეს არის სპეციალური იარაღი; ისინი შეიძლება იყოს ბირთვული ან არაბირთვული. მათ აქვთ დიდი, მნიშვნელოვანი მოქმედების რადიუსი“, - განაცხადა პესკოვმა და დასძინა, რომ Tomahawk-ის რაკეტები ბრძოლის ველზე სიტუაციას ვერ შეცვლის.

მისი თქმით, რუსეთი სწავლობს დასავლეთში გაკეთებულ განცხადებებს რაკეტების შესაძლო გადაცემასთან დაკავშირებით

„ძალიან დრამატული მომენტია ყველა მხრიდან დაძაბულობის ესკალაციის თვალსაზრისით“, - აღნიშნა პესკოვმა.